არასისტემური ინსექტიციდი კონტაქტურ-ნაწლავური მოქმედებით
მოქმედი ნივთიერება: ალფა-ციპერმეტრინი 100 გ/ლ
ფორმულაცია: ემულგირებადი კონცენტრატი (ეკ)
მოქმედების ტიპი:
ალფა-ციპერმეტრინი, სინთეზური პირეტროიდი, მოქმედებს მწე- რების ნერვულ სისტემაზე როგორც ბუნებრივად წარმოქმნილი პირეთრუმი. ნერვული სისტემის დამსახურებით ხდება ინფორმა- ციის გადაცემა ორგანიზმში. ამგვარად, დაინფიცირებული მწერი იწყებს არაკოორდინირებულ მოძრაობებს და საბოლოოდ კვდება. ალფა-ციპერმეტრინი მოქმედებს როგორც მხვრეტელი-მწუწვ- ნელი, ასევე მღრღნელი მწერების წინააღმდეგ. შედეგი მიიღწევა მწერების პერპარატთან შეხებით ან მოქმედი ნივთიერების ჩაყ- ლაპვით. გარდა მისი ზემოქმედებისა ზრდასრულ და ახალგაზ- რდა მწერებზე, ალფა-ციპერმეტრინი ასევე ავლენს მნიშვნელოვან ოვიციდურ ეფექტს. ალფაციპერმეტრინის შესანიშნავ გამანადგუ- რებელ მოქმედებას და ხანგრძლივი კონტროლის უნარს აგვირ- გვინებს მავნებლების ძლიერი განზიდვის ეფექტი. იმის გამო, რომ შედარებით დაბალ ტემპერატურაზე ალფა-ციპერმეტრინის ეფექტურობა იზრდება, ალფა-ციპერმეტრინის შემცველი პრო-
დუქტები წარმატებით შეიძლება იქნეს გამოყენებული გრილ კლიმატურ პირობებშიც. წყალში მაღალი ხსნადობისა და წვიმის მიმართ შესანიშნავი მდგრადობის გამო პროდუქტი ძნელად ირეცხება მცენარის ზედაპირიდან. ეს ნიშნავს, რომ მაღალი ეფექტის მიღწევა შესაძლებელია არახელსაყრელ კლიმატურ პირობებშიც კი.
დამუშავება:
ალფა-ციპერმეტრინი გამოიყენება მცენარის დამაზიანებელი მწერების ყველაზე მნიშვნელოვანი სახეობების წინააღმდეგ ჰომოპტერების, ჰეტეროპტერების, ლეპიდოპტერების, კო-ლეოპტერე- ბის, დიპტერების და თიზანოპტერების ჯგუფებიდან.
მარცვლეული – ბუგრების (Aphididae spp.), თრიფსების (Thysanoptera spp.), მარცვლეულის ფოთ- ლის ხოჭოს (ბზუალას) წინააღმდეგ (Oulema melanopus), დოზით 0,1 – 0,15 ლ/ჰა ახალგაზრდა ლა- რვების გამოჩენის დროს.
ვაშლი, მსხალი – ვაშლის ფოთოლხვევიას წინააღმდეგ (Cydia pomonella), ფერომონული ხაფა- ნგებით პეპლების მაქსიმალური რაოდენობის დაჭერის ან პირველი მუხლუხოების გამოჩეკვის დაწყებიდან 5-7 დღის შემდეგ; ამერიკული თეთრი პეპელის წინააღმდეგ (Hyphanthria cunea) პირ- ველი მატლების ჩამოყალიბების დასაწყისში; ბუგრების წინააღმდეგ (Aphididae spp.) პირველი კო- ლონიების ფორმირების დასაწყისში; დოზით 0,1-0,25 ლ/ჰა.
ყურძენი – ვაზის ჭიის წინააღმდეგ (Eupoecillia ambiguella) პირველი ლარვის გამოჩეკვის შემდეგ, 0,12-0,15 ლ/ჰა დოზით.
კომბოსტო - კომბოსტოს ჩრჩილის წინააღმდეგ (Plutella xylostella) პირველი მატლების შემჩნევი- სას, დოზით 0,8-1,12 ლ/ჰა.
ატამი - აღმოსავლური ხეხილის თრიფსის წინააღმდეგ (Cydia molesta), ნაყოფში და ყლო- რტებში მუხლუხოს შეღწევამდე, დოზით 0,1-0,15 ლ/ჰა; ამერიკული თეთრ პეპელის წინააღმდეგ
(Hyphanthria cunea) პირველი მუხლუხოების გამოჩენის დასაწყისში, დოზით 0,1-0,15 ლ/ჰა.
კიტრი - სათბურის ფრთათეთრას წინააღმდეგ (Trialeurodes vaporariorum), პირველი იმაგოების დაფიქსირებისას, დოზით 0,2-0,25 ლ/ჰა.
მრავალწლიანი მცენარეები - სათბურის ფრთათეთრას წინააღმდეგ (Trialeurodes vaporariorum), პირველი იმაგოების გამოჩენისას, დოზით 0,2-0,25 ლ/ჰა; თრიფსების წინააღმდეგ (Thysanoptera spp.), პირველი იმაგოების გამოჩენისას, დოზით 0,12-0,18 ლ/ჰა.
დამუშავების უპირატესობები:
- ეფექტურია სხვა ინსექტიციდების მიმართ რეზისტენტული მწერების წინააღმდეგ
- ავლენს განმზიდველ და ანტიმკვებავ მოქმედებას
- არ ავლენს ფიტოტოქსიურობას რეკომენდებული დოზებით გამოყენებისას
- ის მუშაობს უფრო ხანგრძლივად, ვიდრე კლასიკური ინსექტიციდები
- აქვს მაღალი მდგრადობა წვიმისგან ჩამორეცხვის მიმართ
- დაბალი დოზები ამცირებს გარემოს დაბინძურებას
- მცირედ სახიფათოა იმ სახეობებისთვის, რომელთა წინააღმდეგაც არ არის განკუთვნილი
შერევა:
არ შეურიოთ ბორდოს ნარევს და ტუტე რეაქციის პროდუქტებს.
ლოდინის პერიოდი (მოსავლის აღებამდე პერიოდი დღეებში):
კარტოფილი, პომიდორი, კიტრი და ხეხილი - 14 დღე; ვაზი - 21 დღე;
კომბოსტო, შაქრის ჭარხალი - 28 დღე; მარცვლეული - 35 დღე;
ციტრუსები და ზეთისხილი - 42 დღე.
მოცულობა: 1ლ