მოქმედი ნივთიერება: ესფენვალერატი 50 გ/ლ
ფორმულაცია: ემულგირებადი კონცენტრატი (ეკ)
მოქმედების ტიპი: მოქმედი ნივთიერება მუშაობს პირეტრინების ეფექტის მსგავსად, რომელიც წარმოადგენს ქრიზანთემის ყვავილიდან მიღებულ ბუ- ნებრივ ინსექტიციდს. ესფენვალერატი აფერხებს მწერის ნერვული უჯრედე- ბის მუშაობას, რაც იწვევს დამბლას და ხელს უშლის მწერს ისეთი აუცილე- ბელი ფუნქციების შესრულებაში, როგორიცაა ჭამა და ზედაპირის დაღარვა.
გამოყენება:
მარცვლეული - ბუგრების (Aphididae), მარცვლეულის რწყილის (Chaetocnema aridula), სიმინდის ხვატარის (Cnephasia sp.), მარცვლე- ულის ფოთლის ხოჭოს (Oulema melanopus), თრიფსის (Thysanoptera) წინააღმდეგ, დოზით 0,2-0,25 ლ/ჰა.
ბარდა, ლობიო - შავი ჭარხლის ბუგრების (Aphis fabae), ბარდის მწვანე ბუგრების (Acyrthosiphon pisi), ბარდის ბუგრის (Bruchus pisi), თრიფსების (Thrips sp.) წინააღმდეგ, პირველი მწერების გამოჩე- ნისას; შავი ფოთოლხვევია (Laspeyresia nigricana), ახალგაზრდა მუხლუხოების პარკების ფენოფაზაში და განმეორებით 15 დღის შემდეგ; ბარდის ბუზი (Contarinia pisi), გამოიყენება ყვავილის კვირ- ტის ფენოფაზაში მწერების გამოჩენისას დოზით: 0,2-0,3 ლ/ჰა. ვაშლი - ვაშლის ბუგრების (Rhopalosiphum prunifolii), (Aphis pomi), (Dysaphis plantaginea) წინააღმდეგ, გამოიყენება მწერების გააქტიუ-
რების საწყის ფაზაში (ყვავილობამდე ან მის შემდეგ), დოზით 0,5 – 1 ლ/ჰა.
სტაფილო - სტაფილოს ბუზის (Trioza viridula) წინააღმდეგ, დოზით 0,2-0,3 ლ/ჰა.
კარტოფილი - კოლორადოს ხოჭოს წინააღმდეგ (Leptinotarsa decemlineata), გამოიყენება პირველი ლარვების გამოჩენისას ან ზრდასრული მავნებლის განვითარების ეტაპებზე მხოლოდ იმ ადგი- ლებში, სადაც არ ფიქსირდება რეზისტენტობა პირეტროიდების მიმართ. დამუშავება ტარდება 15 დღიანი ინტერვალით, დოზით 0,15-0, 25 ლ/ჰა.
კომბოსტო - კომბოსტოს თეთრულას (Pieris brassicae), კომბოსტოს ჩრჩილის (Plutella xylostella) წინააღმდეგ. გამოიყენება მავნებლის გააქტიურების პირველი ნიშნების გამოვლენისას, როდესაც მუხლუხოები არიან შედარებით ახალგაზრდა განვითარების სტადიაზე, დოზით 0,2 ლ/ჰა.
ხახვი, ნიორი - ხახვის ბუზის (Eumerus strigatus) წინააღმდეგ, დოზით 0,2-0,3 ლ/ჰა.
ციტრუსი - ციტრუსის ფრთათეთრას (Dialeurodes citri) წინააღმდეგ, დოზით 0,75-1 ლ/ჰა; და ციბ- რუტელასებრი ჭიების (Lecanidae spp.) წინააღმდეგ -დოზით 1,25-2,5 ლ/ჰა.
რეგისტრაცია ევროკავშირში:
ატამი – ატმის მწვანე ბუგრების (Myzus persicae), ატმის ტილების (Aphis varians), ატმის შავი ბუგრე- ბის (Brachycaudus persicaecola), ქლიავის მწვანე ბუგრების (Hyalopterus arundinis), ატმის ყავისფერი ბუგრების (Anuraphis schwartzi) წინააღმდეგ, გამოიყენება მავნებლის გააქტიურების საწყის ეტაპზე (ყვავილობამდე ან მის შემდეგ), დოზით 0,2-0,25 ლ/ჰა.
ატმის აღმოსავლური ხილის ნაყოფჭამიას (Cydia molesta) წინააღმდეგ. გამოიყენება კვერცხები- დან მუხლუხოების გამოჩეკვის დროს, ხოლო შემდგომ 12 დღიანი ინტერვალით 0,3 ლ/ჰა დოზით. გარგარი – ატმის ჩრჩილის (Anarsia lineatella) წინააღმდეგ, დოზით 0,3 ლ/ჰა. ქლიავის მწვანე ბუგ- რის (Hyalopterus arundinis), ატმის ყავისფერი ბუგრის (Anuraphis schwartzi) წინააღმდეგ, გამოიყენე- ბა მავნებელის გამოჩენის დასაწყისში (ყვავილობამდე ან მის შემდეგ), დოზით 0,25 ლ/ჰა.
უპირატესობები:
ესფენვალერატი არის სპეციალური პირეტროიდული ინსექტიციდი ისეთი თვისებებით, რომლე- ბიც განასხვავებს მას სხვა პირეტროიდების უმრავლესობისგან:
-
- • სრული ეფექტურობა სტანდარტულ პირეტროიდებზე დაბალი დოზებით გამოყენებისას;
- • სპეციალური მოლეკულური ფორმულა, რომელის უზრუნველყოფს:
— ყველაზე ძლიერ რეპელენტურ ეფექტს პირეტროიდებს შორის;
— მეტ უსაფრთხოებას სასარგელო მწერებისა და დამამტვერიანებლებისთვის;
— მწერებში რეზისტენტობის განვითარების ნაკლებ რისკს;
— პირეტროიდების უმრავლესობას აქვს საერთო პირეტრინის ბირთვის სტრუქტურა. ესფენვალე- რატი შეიცავს უნიკალურ ფენილ-აცეტატის რადიკალს, რომელიც თავის მხრივ ასევე საფუძვლად უდევს:
-
- • ძლიერ რეპელენტურ ეფექტს;
- • გაზრდილ უსაფრთხოებას სასარგებლო მწერებისთვის;
- • ცნობილია პირეტროიდების მიმართ რეზისტენტობის განვითარების შემთხვევები, განსაკუთ- რებით ბუგრების პოპულაციაში. სხვა პირეტროიდებთან შედარებით, თავისი განსაკუთრებული მოლეკულური სტრუქტურის (ფენილ-აცეტატის რადიკალი) წყალობით, ესფენვალერატი შეიცავს მწერებში რეზისტენტობის განვითარების უფრო დაბალ რისკს.
— რეზისტენტობის განვითარების თავიდან ასაცილებლად რეკომენდებულია მოქმედების სხვა- დასხვა მექანიზმის მქონე პრეპარატების მონაცვლეობით გამოყენება.
— ბუგრების წინააღმდეგ ბრძოლაში, მონაცვლეობით გამოსაყენებლად იდეალური პარტნიორია ჰაჩიმანი 50 წდგრ (Hachiman 50 WG).
მოცულობა: 1ლ.