სიგნუმი

გამოყენების ყველაზე ფართო სპექტრის მქონე ფუნგიციდი ბაზარზე

აჩერებს ხილისა და ბოსტნეულის ეკონომიკურად ყველაზე მნიშვნელოვან დაავადებებს.

მოქმედი ნივთიერება: ბოსკალიდი 267 გ/კგ + პირაკლოსტრო- ბინი 67 გ/კგ

ფორმულაცია: წყალში დისპერგირებადი გრანულები (წდგრ)

მოქმედების ტიპი:

სიგნუმი არის ორი მოქმედი ნივთიერების - ბოსკალიდის და პირა- კლოსტრობინის შემცველი ფუნგიციდი.

ბოსკალიდი მიეკუთვნება კარბოქსიამიდების ჯგუფს და მოქმედე- ბის მექანიზმის მიხედვით წარმოადგენს მიტოქონდრიაში, კერ- ძოდ კომპლექს 2-ში (SDHI), ელექტრონების ტრანსპორტირების ინჰიბიტორს.

პირაკლოსტრობინი მიეკუთვნება მეთოქსიკარბამატის ჯგუფს და მისი მოქმედების მექანიზმი არღვევს ელექტრონების ტრანსპო- რტირების ნორმალურ პროცესს კომპლექს 3-ში (ციტოქრომ bc1-უ- ბიქინონ ოქსიდაზა Qo რეგიონში). ის ზემოქმედებს რესპირაციულ პროცესზე სხვადასხვა ადგილას, რაც საშუალებას აძლევს სიგ- ნუმს, ჰქონდეს გამოყენების ერთ-ერთი ყველაზე ფართო სპექტრი

და შეაჩეროს ხილისა და ბოსტნეულის ეკონომიკურად ყველაზე მნიშვნელოვანი დაავადებები. კულტივირებულ მცენარეთა მიმართ მაღალი სელექციურობა შესაძლებელს ხდის მის გამოყენებას მთელი ვეგეტაციის განმავლობაში, მცენარის განვითარების ადრეული ეტაპებიდან მოსავლის აღე- ბამდე. დროული გამოყენება უზრუნველყოფს მცენარეების სიჯანსაღეს, ნაყოფის უკეთეს ხარისხს და შესაბამისად, უფრო მარტივ და ხანგრძლივ შენახვას.

გამოყენება:

ატამი

- ყვავილების, ხილის ტოტების გამოშრობის (Monilinia laxa) და ნაყოფის ყავისფერი ლპობის (Monilinia fructigena) წინააღმდეგ, დოზით: 1 კგ/ჰა, წყლის რაოდენობა: 600-1000 ლ/ჰა (6-10 ლ/100 მ²). გამოყენების დრო: პრევენციულად, ინფექციის გაჩენამდე, ყვავილის კვირტის გამოჩენის ფენოფა- ზიდან სრულ ყვავილობამდე (BBCH 59–65/67) და/ან ნაყოფის მომწიფების დროს (BBCH 85/87). გარგარი

- ყვავილების, ხილის ტოტების გამოშრობის, მსხვილკურკოვანი ხილის ყავისფერი სიდამპლის (Monilinia laxa) და ნაყოფის ლპობის (Monilinia fructigena) გამომწვევი მიზეზის შესაჩერებლად, დო- ზით: 1 კგ/ჰა, წყლის რაოდენობა: 600-1000 ლ/ჰა (6- 10 ლ/100 მ²).

გამოყენების დრო: პრევენციული, ინფექციამდე, სრული ყვავილობის ფენოფაზიდან (გაშლილია ყვავილების მინიმუმ 50%) ნაყოფის განვითარების ფენოფაზამდე: როდესაც ნაყოფი მიაღწევს საბო- ლოო ზომის დაახლოებით ნახევარს (BBCH 64-75).

ალუბალი

- ყვავილების, ხილის ტოტების გამოშრობის და მსხვილკურკოვანი ხილის ყავისფერი სიდამპლის (Monilinia laxa) გამომწვევი მიზეზის შესაჩერებლად, დოზით: 1-1,25 კგ/ჰა, წყლის რაოდენობა: 600- 1000 ლ/ჰა (6-10 ლ/ 100 მ²).

გამოყენების დრო: პროფილაქტიკური, ინფექციამდე, პირველი დამუშავება ყვავილობის დასა- წყისში (გაშლილია ყვავილების მინიმუმ 10%), მეორე დამუშავება ყვავილობის შემდგომ ფენოფა- ზაში, როცა ყვავილები იკუმშება და მათი უმეტესობა ცვივა (BBCH 61-67).

ალუბალი და ქლიავი:

- ნაყოფის სიდამპლის (Monilinia fructigena) გამომწვევი მიზეზის წინააღმდეგ, დოზით 1-1,25 კგ/ჰა, წყლის რაოდენობა: 600-1000 ლ/ჰა (6-10 ლ/100 მ²).

გამოყენების დრო: პრევენციულად, ვეგეტაციის პერიოდში, ხილული ფოთლების ფენოფაზიდან, როდესაც სახეზეა ცალკეული თეთრი ყვავილებიც, მწიფე, მოსახმარად მზა ნაყოფის ფენოფაზამდე, როდესაც ნაყოფს აქვს ჯიშისთვის დამახასიათებელი ტიპიური გემო და ფერი (BBCH 57–89). მარწყვი და ჟოლო:

- ნაცრისფერი სიდამპლის (Botrytis cinerea) გამომწვევი მიზეზის შესაჩერებლად, დოზით: 1,5 კგ/ჰა, წყლის რაოდენობა: 300–600 ლ/ჰა (3–6 ლ/100 მ²).

გამოყენების დრო: პრევენციულად, ვეგეტაციის პერიოდში, ყვავილობის ფენოფაზიდან, დაყვავი- ლების, ნაყოფის ფორმირებისა და დამწიფების პერიოდში (BBCH 65–87).

პომიდორი:

- კარტოფილისა და პომიდვრის შავი ლაქიანობის (Alternaria solani), პომიდვრის ფოთლის ობის (Fulvia fulva) და ნაცრისფერი სიდამპლის (Botrytis cinerea) წინააღმდეგ, დოზით: 1-1,5 კგ/ჰა, წყლის რაოდენობა: 200-600 ლ/ჰა. (2–6 ლ/100 მ²).

გამოყენების დრო: პირველი დამუშავება ინფექციის დასაწყისში, მეორე და მესამე დამუშავებები პირველი და მეორე დამუშავებიდან 7-10 დღის შემდეგ, შესაბამისად. აუცილებელია, რომ პირველ რიგში გახსნათ და გაანიავოთ სათბური და მხოლოდ ამის შემდგომ გამოიყენოთ სიგნუმი.

ხახვი:

- ჭრაქის (Peronospora destructor) და ნაცრისფერი სიდამპლის (Botrytis cinerea) გამომწვევის მიზეზის წინააღმდეგ, დოზით: 1-1,5 კგ/ჰა, წყლის რაოდენობა: 200-400 ლ/ჰა (2-4 ლ/100 მ²).

გამოყენების დრო: პრევენციულად, ინფექციის დაწყებამდე, პირველი ნამდვილი ფოთლის განვი- თარების ფენოფაზიდან იმ ფენოფაზამდე, როდესაც ფესვი და გამსხვილებული ღერო მიაღწევს სა- ბოლოო დიამეტრის 70%-ს (BBCH 11-47).

სტაფილო:

- ფოთლის შავი ლაქიანობის (Alternaria dauci) და ნაცრის (Erysiphe heraclei) წინააღმდეგ, დოზით: 0,5- 1 კგ/ჰა-ზე, წყლის რაოდენობა 200-400 ლ/ჰა (2-4 ლ/100 მ²).

გამოყენების დრო: პრევენციულად, ინფექციის დაწყებამდე, პირველი ნამდვილი ფოთლის განვი- თარების ფენოფაზიდან იმ ფენოფაზამდე, როდესაც ფესვი და გამსხვილებული ღერო მიაღწევს სა- ბოლოო დიამეტრის 70%-ს (BBCH 11-47).

კომბოსტო

- მრგვალი ლაქიანობის (Mycosphaerella brassiciola) და კომბოსტოს ალტერნარიოზის (Alternaria

brassicae) წინააღმდეგ, დოზით: 1 – 1,5 კგ/ჰა 500 ლ წყალში/ჰა-ზე.

კარტოფილი:

- კარტოფილისა და პომიდვრის შავი ლაქიანობის (Alternaria solani) წინააღმდეგ, დოზით: 0,25 კგ/ჰა, წყლის რაოდენობა: 200–400 ლ/ჰა (2–4 ლ/100 მ²).

გამოყენების დრო: პროფილაქტიკური, არაუგვიანეს ინფექციის დასაწყისში, მეორე დამუშავებაპირ- ველი დამუშავებიდან 2-3 კვირის შემდეგ.

რეგისტრირებულია ევროკავშირში:

Სალათის ფოთოლი:

- ჭკნობის (Bremia lactucae) გამომწვევი მიზეზის წინააღმდეგ, დოზით: 1,5 კგ/ჰა, წყლის რაოდენობა: 200-400 ლ/ჰა (2-4 ლ/100 მ²).

გამოყენების დრო: პრევენციულად, ინფექციის დაწყებამდე, მესამე ფოთლის განვითარების ფენო- ფაზიდან, სანამ მცენარეთა 70% არ მიაღწევს ჯიშის ტიპიურ მახასიათებლებს.

ნიახური:

- ფოთლის ნაცრისფერი ლაქიანობის (Septoria spp.) გამომწვევი მიზეზის წინააღმდეგ, დოზით: 1კგ/ ჰა, წყლის რაოდენობა: 200-400 ლ/ჰა (2-4 ლ/100 მ²).

გამოყენების დრო: პრევენციულად, ინფექციის დაწყებამდე, პირველი ნამდვილი ფოთლის განვი- თარების ფენოფაზიდან იმ ფენოფაზამდე, როდესაც ფესვი და გამსხვილებული ღერო მიაღწევს სა- ბოლოო დიამეტრის 70%-ს (BBCH 11-47).

ოხრახუში:

- ფოთლის შავი ლაქიანობის (Alternaria spp) გამომწვევი მიზეზის წინააღმდეგ, დოზით: 1 კგ/ჰა, წყლის რაოდენობა: 200-400 ლ/ჰა (2-4 ლ/100 მ²).

გამოყენების დრო: პრევენციულად, ინფექციის დაწყებამდე, პირველი ნამდვილი ფოთლის განვი- თარების ფენოფაზიდან იმ ფენოფაზამდე, როდესაც ფესვი და გამსხვილებული ღერო მიაღწევს სა- ბოლოო დიამეტრის 70%-ს (BBCH 11-47).

კაკალი:

- შავი ლაქიანობის (Alternaria spp), ნაცრისფერი ნეკროზის (Fusarium lateritium), ანთრაქნოზის (Colletotrichum spp), შავი სიდამპლის (Cladosporium spp.), კაკლის ფოთლისა და ნაყოფის შავი ლა- ქიანობის (Gnomonia leptostyla) გამომწვევი მიზეზების წინააღმდეგ, დოზით: 1 კგ /ჰა, წყლის რაოდე- ნობა: 1000–1500 ლ/ჰა (10–15 ლ/100 მ²).

გამოყენების დრო: პროფილაქტიკური, ინფექციამდე, ყვავილობის დაწყების ფენოფაზიდან ნაყო- ფის 90%-ით ჩამოყალიბებამდე (BBCH 61-79).

თხილი:

- შავი ლაქიანობის (Alternaria spp), ნაცრისფერი ნეკროზის (Fusarium lateritium), ანთრაქნოზის (Colletotrichum spp), შავი სიდამპლის (Cladosporium spp.) გამომწვევი მიზეზების წინააღმდეგ, დო- ზით: 1 კგ/ჰა, წყლის რაოდენობა: 600-1000 ლ. /ჰა (6–10 ლ/100 მ²).

გამოყენების დრო: პროფილაქტიკური, ინფექციამდე, ყვავილობის დაწყების ფენოფაზიდან ნაყო- ფის 90%-ით ჩამოყალიბებამდე (BBCH 61-79).

გამოყენების უპირატესობები:

- გამოყენების ყველაზე ფართო სპექტრის მქონე ფუნგიციდი ბაზარზე

- აჩერებს ხილსა და ბოსტნეულში არსებულ ეკონომიკურად უმნიშვნელოვანეს დაავადებებს

- ხილის გაუმჯობესებული ხარისხი - გამარტივებული შენახვა და ტრანსპორტირება

- ის აუმჯობესებს მცენარეების მდგომარეობას მაშინაც კი, როდესაც არ დგას დაავადების განვითა- რებისთვის ხელსაყრელი პირობები - AgCelence®-ის ეფექტი

ლოდინის პერიოდი (მოსავლის აღებამდე პერიოდი დღეებში):

ალუბალი და ქლიავი - 3 დღე;

ატამი, გარგარი, მარწყვი, ჟოლო და მოცვი - 7 დღე;

ალუბალი, კარტოფილი, პომიდორი, ხახვი, სალათის ფოთოლი და ოხრახუში - 14 დღე თხილი და კაკალი - 28 დღე

შეფუთვა: 1 კგ, 500 გრ

მსგავსი პროდუქტები