ინშურ პერფორმი

რეფორმა თესლის დამუშავებაში

მოქმედი ნივთიერება: პირაკლოსტრობინი 40 გ/ლ + ტრიტიკონაზოლი 80 გ/ლ

ფორმულაცია: სუსპენზიის კონცენტრატი თესლის დასამუშავებლად, დკს

ხორბალი – მყარი და მტვრიანა გუდაფშუტას (Tilletia caries), მურა სილაქავის (Bipolaris sorokiniana), ფუზარიოზის (Fusarium Spp), ლაქიანობის (Pseudocercosporella herpotrichoide), რიზოქტონიოზის (Rhizoctonia Spp) წინააღმდეგ

ქერი – მურა სილაქავის (Bipolaris sorokiniana), ფუზარიოზის (Fusarium Spp), ლაქიანობის (Pseudocercosporella herpotrichoide), რიზოქტონიოზის (Rhizoctonia Spp) წინააღმდეგ

თესლების დამუშავება განახორციელეთ დათესვამდე, დო- ზით: 50 მლ/100 კგ თესლი. თუ დამუშავებას ჩაატარებთ ბა- რელის (კასკადი) გამოყენებით, 100 კგ თესლისთვის რეკომე- ნდებული დოზა კარგად აურიეთ კონტეინერში 1,5 ლიტრ წყალთან და შემდეგ ნელ-ნელა ჩაამატეთ დასამუშავებელ ბარელში რამდენჯერმე. ყოველ ჯერზე შესაწამლი ბარელი გადააბრუნეთ, რათა მოხდეს პრეპარატით თესლის ერთგ- ვაროვანი დაფარვა. შესაწამლი აღჭურვილობის მქონე სე-

ლექტორები შეავსეთ წყლის იმ რაოდენობით, რომელიც უზრუნველყოფს თესლის იდეალურ დაფარვას წინასწარი ტესტირების საფუძველზე. წყლის იდეალური რაოდენობა არის ის რაო- დენობა, რომელიც სრულად ფარავს თესლს, თუმცა არ გაედინება. ამის ეტაპის შემდგომ, პრე- პარატის საჭირო რაოდენობა საფუძვლიანად უნდა შეურიოთ წყალში და ნარევი გამოიყენოთ შესაწამლი მოწყობილობის ავზში მოთავსების გზით. არ გამოიყენოთ ის თესლები, რომლებსაც აქვთ აღმოცენების დაბალი მაჩვენებელი, არის კანგაცლილი, დაბზარული/დამტვრეული, ან და- თესვისთვის გამოუსადეგარი.

ტკბილი სიმინდი – ფესვისა და ვარჯის ლპობის საწინააღმდეგოდ (Fusarium spp.), დოზით: 250 მლ/100 კგ თესლი.

უპირატესობები:

- მოქმედების ფართო სპექტრი

- ჯანსაღი ფესვების განვითარება

- სტრესული პირობებისადმი მდგრადობა

მოცულობა: 5ლ

მსგავსი პროდუქტები