სელექციური ჰერბიციდი ფართოფოთლოვან კულტურებში ერთწლიანი და მრავალწლოვანი ვიწროფოთლოვანი (ბალახისებრი) სარეველების გასაკონტროლებლად.
მოქმედი ნივთიერება: ქვიზალაფოფ-პ-ეთილი 50 გ/ლ ფორმულაცია: ემულგირებადი კონცენტრატი (ეკ)
მოქმედების რეჟიმი:
იგი არის აღმოცენების შემდგომ გამოსაყანებელი, სე- ლექციური და სისტემური ფენოქსი ჯგუფის ჰერბიციდი, რომელიც გამოიყენება ფართოფოთლოვან კულტუ- რებში ერთწლიანი და მრავალწლიანი ბალახისებრი სარეველების წინააღმდეგ.
ის აინჰიბირებს აცეტილ-CoA კარბოქსილაზას და ხელს უშლის ცხიმოვანი მჟავების სინთეზს.
ქვიზალაფოფ-პ-ეთილს ახასიათებს მაღალი სელექცი- ურობა ბალახისებრ სარეველებსა და ორლებნიან კულტურას შორის. ის რამდენიმე საათში შეიწოვება ღეროებითა და ფოთლით და 24 საათის განმავლობაში ნაწილდება ერთწლიანი სარეველების მთელ სხეულში, ძირითადად გროვდება ზედა ორგანოებსა და მერისტე-
მებში. დამუშავებული სარეველა იძენს წითელ ფერს, რის შემდეგაც ნეკროზდება და შრება. ერთწლიანი სარეველების ფოთლები გაყვითლებას იწყებს დამუშავებიდან 2-3 დღის შემდეგ. ღერო და ფოთოლი ნეკროზდება 4-7 დღეში. მცენარის მთელი სხეული ხმება და 10-14 დღეში კვდება.
გამოყენების სპექტრი:
კარტოფილი, პომიდორი, მზესუმზირა, სოიო, შაქრის ჭარხალი, ზეთოვანი რაფსი
დოზირება: თესლიდან აღმოცენებული ბალახოვანი სარეველები - 0,7-1 ლ/ჰა, მარცვლიდან აღმო- ცენებული სორგო (Sorghum halepense) - 0,8 ლ/ჰა, რიზომებიდან აღმოცენებული სორგო (Sorghum halepense) - 1-1,2 ლ/ჰა.
წყლის რეკომენდებული რაოდენობა - 200-300 ლ/ჰა. გამოყენების დრო - როდესაც სარეველას აქვს 3-6 ფოთოლი.
გამოყენების სპექტრი მსოფლიოს ქვეყნებში: გამოიყენება ორლებნიან (ფარფოთლიან) კულტუ- რებში, როგორიცაა ხახვი, საზამთრო, ნესვი, კომბოსტო, წიწაკა, იონჯა, ბარდა, ლობიო, სტაფილო
… და ა.შ.; ვიწროფოთლიანების (ბალახისებრი სარეველების) კონტროლისთვის აღმოცენების შემ- დგომ.
მოქმედების სპექტრი
ბალახოვანი სარეველები (ერთლებნიანები), როგორიცაა: ბურჩხა (Echinochloa crus-galli), ძურწა (Setaria spp.), სორგო (Sorghum halepense), მხოხავი ჭანგა (Agropyron repens), ღვარძლა (Lolium spp.), გლერტა (Cynodon dactylon), Bromus sterilis, …
მოცულობა: 1ლ
Agrimatco.georgia@agrimatco-eu.com