მაღალსელექციური ნიადაგის ჰერბიციდი, რომელიც გამოიყენება კულტურათა ფართო სპექტრში, ვიწროფოთლიანი და ზო-გიერთი ფართოფოთლიანი სარეველების წინააღმდეგ
მოქმედი ნივთიერება: პენდიმეტალინი 330 გ/ლ
ფორმულაცია: ემულგირებადი კონცენტრატი (ეკ)
მოქმედების ტიპი
პენდიმეტალინის მოქმედების მეთოდს ახასიათებს მცენარეული უჯრედების გაყოფისა და უჯრედე- ბის განვითარების შეფერხება. ეს ნიშნავს, რომ ის ხელს უშლის სამიზნე სარეველის ფესვებისა და ყლორტების ზრდას. როდესაც სარეველა ვერ ვითარდება, საბოლოოდ ის კვდება.
პენდიმეტალინი ეკუთვნის დინიტროანილინის კლასს.
გამოყენება:
სიმინდი, სოიო, მზესუმზირა - ერთწლოვანი ვიწროფოთლოვანი (ერთლებნიანი) და ფართოფოთ- ლოვანი (ორლებნიანი) სარეველების წინააღმდეგ, თესვის შემდეგ და კულტურისა და სარეველის ყლორტების ამოსვლამდე, დოზით: 3-6 ლ/ჰა-ზე.
ხორბალი - ერთწლიანი ვიწროფოთლოვანი (ერთლებნიანი) და ფართოფოთლოვანი (ორლებნიანი) სარეველების წინააღმდეგ, თესვის შემდეგ და კულტურისა და სარეველის ყლორტების ამოსვლამდე, დოზით: 3-6 ლ/ჰა.
პომიდორი, წიწაკა, კომბოსტო, თამბაქო - ერთწლიანი ვიწროფოთლოვანი (ერთლებნიანი) და ფა- რთოფოთლოვანი (ორლებნიანი) სარეველების წინააღმდეგ, გადარგვამდე ნიადაგის დამუშავებით, დოზით: 3-6 ლ/ჰა.
კარტოფილი, ხახვი, ნიორი - ერთწლიანი ვიწროფოთლოვანი (ერთლებნიანი) და ფართოფოთლო- ვანი (ორლებნიანი) სარეველების წინააღმდეგ, თესვის შემდეგ და კულტურისა და სარეველის ყლო- რტების ამოსვლამდე, დოზით: 3-6 ლ/ჰა-ზე.
ოხრახუში, ქინძი - ერთწლიანი ვიწროფოთლოვანი (ერთლებნიანი) და ფართოფოთლოვანი (ორ- ლებნიანი) სარეველების წინააღმდეგ, თესვის შემდეგ და კულტურისა და სარეველის ყლორტების ამოსვლამდე, დოზით: 3 ლ/ჰა.
მოქმედების სპექტრი
შესანიშნავი ეფექტურობა: Echinochloa crus-galli (ბურჩხა), Setaria glauca (ძურწა), Amaranthus retroflexus (ჯიჯლაყა), A. hybridus (წითელი ჯიჯლაყა), Capsella bursa-pastoris (წიწმატურა), Chenopodium album (ნა- ცარქათამა), Portulaca oleracea (დანდური), Ranunculus arvensis (ნიახურა), Stachys annua (ცხენისკუდა),
Veronica hederifolia (ჩაღანდარი) სარეველების წინააღმდეგ
დამაკმაყოფილებელი ეფექტურობა: Hibiscus trionum (ჰიბისკუსი), Matricaria chamomilla (გვირილა), Polygonum persicaria (მატიტელა), Sonchus oleraceus (ღიჭა), Stellaria media (ჟუნჟრუკი) სარეველების წი- ნააღმდეგ.
მოცულობა: 10 ლ
Agrimatco.georgia@agrimatco-eu.com