ბორდო სალდეკო 20 სფ

დამცავი, კონტაქტური, მრავალმხრივი გამოყენების ფუნგიციდი ჭრაქის წინააღმდეგ

მოქმედი ნივთიერება: სპილენძის სულფატი + კალციუმის ჰიდროქსიდი (200 გ/კგ სპილენძის მიხედვით)

ფორმულაცია: სველებადი ფხვნილი (სფ)

სპილენძის კალციუმ სულფატი 20% სფ გამოიყენება როგორც ფოთლოვანი დამუშავების, დამცავი ფუნგიციდი. ახალ მომზადე- ბულ პრეციპიტატს გააჩნია მაღალი მედეგობა. კულტურებზე მისი გამოყენება ხდება ზრდის ეტაპებზე, როდესაც მისი ფიტოტოქსი- კურობა დაბალია. ძირითადი გამოყენების არეალი მოიცავს ფი- ტოფტორას (Phytophthora infestans) კარტოფილში, ვაშლის ქეცს (Venturia inaequalis) და ყურძნის ჭრაქს (Plasmopara viticola).

გამოყენება:

ატამი და სხვა მსხვილკურკოვანი ხილი, მონილიოზის (Monilia laxa, M. fructigena), ფოთლების დაფაცხავების (Coryneum beijerinckii), ფოთლის სიხუჭუჭის (Taphrina deformans, Taphrina spp.) და ბაქტერიოზის (Pseudomonas syringae) წინააღმდეგ, დოზით 6 – 7,2 კგ/ჰა.

წვრილკურკოვანი ხილი, ქეცის (Venturia inaequalis, V. pyri), მო- ნი-ლიოზის (Monilia laxa, M. fructigena), ბაქტერიოზის (Pseudomonas syringae) წინააღმდეგ, დოზით 7-15 კგ/ჰა.

ციტრუსი, ყავისფერი სიდამპლის/ჭრაქის/ნაცრის წინააღმდეგ (Phytophthora citrophora, Phytophthora spp.), ღეროს წვერის მშრალი ლპობის (Phomopsis citri), ბაქტერიოზის (Pseudomonas syringae) და სხვა ენდოფიტური სოკოების წინააღმდეგ, დოზით 5 – 20 კგ/ჰა.

პომიდორი და ბადრიჯანი, ალტერნარიოზის/ადრეული სიდამპლის (Alternaria spp.), ანთრაქნოზის (Colletotrichum spp.), ბაქტერიოზის (Pseudomonas spp., Xanthomonas campestris) და ჭრაქის/ნაცრის/ფი- ტოფტოროზის (Phytophthora infestans, Phytophthora spp., Peronospora4) წინააღმდეგ. დოზით 6 კგ/ჰა.

კიტრი და სხვა გოგროვნები, ალტერნარიოზის/მურა ლაქიანობის (Altenaria spp.), ანთრაქნოზის (Colletotrichum spp.), ჭრაქის/ნაცრის/ფიტოფტოროზის (Phytophthora spp., Peronospora spp.), ბაქტერი- ოზის წინააღმდეგ, დოზით 2,4-6 კგ/ჰა.

ყურძენი, ჭრაქის (Plasmopara viticola) და ბაქტერიული ჭკნობის საწინააღმდეგოდ (Xanthomonas ampelina), დოზით 7-10 კგ/ჰა.

კარტოფილი, ალტერნარიოზის (Alternaria spp.) და ჭრაქის/ნაცრის/ფიტოფტოროზის (Phytophthora infestans) წინააღმდეგ, დოზით 2,4-6 კგ/ჰა.

ლოდინის პერიოდი (მოსავლის აღებამდე პერიოდი დღეებში):

პომიდორი, ბადრიჯანი - 3 დღე; საველე კულტურები - 10 დღე; ბოსტნეული, ხეხილი - არ საჭიროებს.

შენიშვნა

- გამოიყენეთ დაავადების ადრეულ ეტაპზე

- არ შეურიოთ ძლიერ მჟავას და ძლიერ ტუტეს.

- დამუშავებულ ტერიტორიაზე შესვლა: არ შეხვიდეთ დამუშავებულ ტერიტორიებზე გაშრობამდე.

მოცულობა: 20 კგ, 500

მსგავსი პროდუქტები