კონტაქტური პროფილაქტიკური ფუნგიციდი
მოქმედი ნივთიერება: მეთირამი 700 გ/კგ
ფორმულაცია: წყალში დისპერგირებადი გრანულები (წდგრ)
მოქმედების ტიპი:
მეთირამი მიეკუთვნება ფუნგიციდების ჯგუფს, რომლებიც ცნობილია ეთილენ-ბის-დითიოკარბამატების (დითიოკა- რბამატების) სახელით. ითვლება, რომ მათ აქვთ მოქმე- დების მრავალმხრივი, არასპეციფიკური რეჟიმი, რომე- ლიც არღვევს სოკოს უჯრედში მიმდინარე ბევრ არსებით პროცესს. მეთირამის ამგვარი ზემოქმედება წარმოადგენს ძლიერ ინჰიბიტორს სოკოს სპორებისთვის.
გამოყენება:
ყურძენი – ჭრაქის (Plasmopara viticola), ვაზის რქის ჭკნო- ბის (Phomopsis viticola) წინააღმდეგ, დოზით: 1,5-2,5 კგ/ჰა, მეორადი ინფექციების წარმოშობისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნამდე.
ვაშლი, მსხალი – ქეცის (Venturia spp.) წინააღმდეგ, დო- ზით: 1,5-2,5 კგ/ჰა. დამუშავება ტრადება ინფექციისათვის
ხელსაყრელი პირობების გაჩენის შემთხვევაში. ვეგეტაციის პერიოდში დასაშვებია მაქსიმუმ 3 დამუშავება, 7-10 დღიანი ინტერვალით, ამინდის პირობებისა და ინფექციის ინტენსივობის გათ- ვალისწინებით.
პომიდორი – ჭრაქის (Phytophtora infestans) და ფოთლის ყავისფერი ლაქიანობის (Alernaria solani)
წინააღმდეგ, დოზით: 1,5-2,5 კგ/ჰა.
კიტრი – ჭრაქის (Psedoperonospora cubensis) წინააღმდეგ, დოზით: 1,5-2 კგ/ჰა.
კარტოფილი – ჭრაქის (Phytophtora infestans) და ფოთლის ყავისფერი ლაქიანობის (Atlernaria solani) წინააღმდეგ, დოზით: 1,5-2,5 კგ/ჰა.
ხახვი - ჭრაქის (Peronospora destructor) წინააღმდეგ, დოზით: 1,9 – 2,4 კგ/ჰა.
ციტრუსი – დოზით: 2-2,5 კგ/ჰა
სხვა კულტურები: თუთა (ნერგი), დოზით: 0,4-0,6 კგ/ჰა, თუთა (ზრდასრული) - 1,2-2 კგ/ჰა, შაქრის ჭარხალი - 2,4-3,2 კგ/ჰა, ეთერზეთოვანი ვარდი - 3,2 კგ/ჰა, თამბაქო - 2,4-3,3 კგ/ჰა.
თავსებადობა:
კარგად ერწყმის მცენარეთა დაცვის სხვა საშუალებებს, გარდა მჟავა ინსექტიციდებისა (დიქლორ- ვოსი, დიმეთოატი) და ზეთოვანი პრეპარატებისა.
ლოდინის პერიოდი (მოსავლის აღებამდე პერიოდი დღეებში):
სუფრის ყურძენი - 28 დღე, საღვინე ყურძენი - 35 დღე; ვაშლი, მსხალი - 28 დღე; კარტოფილი, პომიდორი - 14 დღე
მოცულობა: 1 კგ
Agrimatco.georgia@agrimatco-eu.com