ტექტონი

ნიადაგში მავნე მწერების გასაკონტროლებელი ინსექტიციდი

მოქმედი ნივთიერება: ტეფლუტრინი 15 გ/კგ

ფორმულაცია: გრანულები (გრ)

მოქმედების რეჟიმი:

ტეფლუტრინი წარმოადგენს სინთეზურ პირეტროიდებს (III თაობის პირეტროიდების უახლესი ჯგუფი). ტეფლუტრინი ხელს უშლის ნატრიუმის ტრანსპორტირებას მწერების ნერვულ უჯრედებში, რაც იწვევს სამიზნე მავნებლების კვების პროცესის შეწყვეტას და მათ პარალიზებას.

გამოყენება:

ინსექტიციდების მიწაში შეტანა უნდა მოხდეს კულტივირებული მცენარეე- ბის თესვის ან დარგვის დროს. სიმინდი, ტკბილი სიმინდი: მავთულა ჭიების (Agriotes spp.) წინააღმდეგ, დო- ზით 12 კგ/ჰა, ხოჭო დიაბროტიკას წი- ნააღმდეგ (Diabrotica virgifera virgifera), დოზით 15 კგ/ჰა.

მზესუმზირა, შაქრის ჭარხალი: მაისის ხოჭოს (Melolontha melolontha) წინააღ- მდეგ, დოზით 10 კგ/ჰა.

კარტოფილი,  სტაფილო:  მავთულა

ჭიების (Agriotes spp.) წინააღმდეგ, დოზით 12-15 კგ/ჰა.

ხახვი, სალათის ფოთოლი, ლობიო, ყაბაყი, ნესვი, საზამთრო, პომიდორი: მაისის ხოჭოს ლარვების (Melolontha melolontha) წინააღმდეგ, დოზით 10 კგ/ჰა.

სანერგე კულტურები, რომლებიც მრავლდება ნერგებით, კალმებით და სანამყენეებით (ღია გრუ- ნტში): მავთულა ჭიების (Agriotes spp.) და მაისის ხოჭოს ლარვების (Melolontha melolontha) წინააღმდეგ, დოზით 15 კგ/ჰა.

პროდუქტის სასარგებლო თვისებები:

ტექტონი არის ინსექტიციდი სინთეზური პირეტროიდების ჯგუფიდან, რომელიც განკუთვნი- ლია ნიადაგში მავნებლების გასაკონტროლებლად. მისი ნიადაგში შეტანა ხდება კვალში თესვის დროს;

ნიადაგის მავნე მწერებზე ზემოქმედების უნიკალური გზები - ინჰალაცია, ფიზიკური კონტაქტი და საკვების მომნელებელი სისტემა;

ძალიან ეფექტურად თრგუნავს მინდვრის კულტურებისა და ბოსტნეულის კულტურების ყვე- ლაზე საშიშ ნიადაგის მავნებლებს - მავთულა ჭიის ლარვებს და მაისის ხოჭოს ან მაისის ღრაჭას ლარვებს;

ლოდინის პერიოდი დამოკიდებულია დამუშავების დროზე;

უნიკალური ფორმულა უზრუნველყოფს, რომ მოქმედი ნივთიერების მცირე რაოდენობით გამო- ყენებით მიღწეულ იქნეს ხანგრძლივი ეფექტი.

მოცულობა: 10 კგ, 1 კგ

მსგავსი პროდუქტები