სტრობი 500 წდგრ

დამცავი, სამკურნალო და ერადიკაციული მოქმედების სისტემური ფუნგი- ციდი

მოქმედი ნივთიერება: კრეზოქსიმ-მეთილი 500 გ/კგ

ფორმულაცია: წყალში დისპერგირებადი გრანულები (წდგრ)

მოქმედების ტიპი:

კრეზოქსიმ-მეთილი აფერხებს მიტოქონდრიულ სუნთქვას ციტოქრომ c რედუქტაზას დათრგუნ- ვით. აქვს ძლიერი დამცავი, სამკურნალო, აღმომფხვრელი და დაა-

ვადების ხანგრძლივი მართვის ეფექტი. ორთქლის ფაზის მეშვეო- ბით გადანაწილება ხელს უწყობს მის მოქმედებას.

გამოყენება:

ვაშლი - ვაშლის ფოთლის ლაქიანობის და ვაშლის ნაყოფის ქეცის (Venturia inaequalis), ასევე ვაშლის ნაცრის (Podosphaera leucotricha) წინააღმდეგ, როდესაც ვარჯის სიმაღლეა 2 მ: 150 გ/ჰა (1,5 გ 100 მ2-

ზე, როდესაც ვარჯის სიმაღლეა 3 მ: 200 გ/ჰა (2 გ 100 მ2-ზე). ვაშლში აღნიშნული პროდუქტის გამოყენება უნდა მოხდეს ასკოსპორული ინფექციებისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნამდე, პირველადი ინფექციების პერიოდში (01-72 BBCH-ს). მისი გამოყენება შესაძლე- ბელია დელანი 700 წდგრ-სთან ერთად, კერძოდ: 0,05% დელანი + 0,02% სტრობი (5გრ + 2გრ /10ლ წყალში).

ყურძენი - ნაცრის წინააღმდეგ ბრძოლისთვის (Uncinula necator), დოზით: 200 გ/ჰა (2 გ 100 მ2-ზე), ყვავილობამდე (11-19 BBCH) და ყვავილობის შემდეგ (71-79 BBCH).

პომიდორი, კიტრი, ყაბაყი – ჭრაქის (Phytophtora spp.) წინააღმდეგ, დოზით: 200-250 გ/ჰა.

შენიშვნა:

- გამოყენების მაქსიმალური ჯერადობა ერთ სეზონზე არის 2-3 (10-14 დღიანი ინტერვალით)

- ვაშლის ბაღში პროდუქტის გამოსაყენებელი რაოდენობა მცირდება 30%-ით, თუ ვარჯის სიმა- ღლე 3 მ-ზე ნაკლებია და შესაბამისად, იზრდება 30%-ით, თუ ვარჯის სიმაღლე 3 მ-ზე მეტია.

- არ შეიძლება მისი შერევა მალათიონის, ენდოსულფანის, ქლორპირიფოსის, მეთიდათიონზე დაფუძნებულ პროდუქტებთან. ამ პროდუქტებთან შერევამ შეიძლება გამოიწვიოს ფოთლების დამწვრობა (ფიტოტოქსიკურობა).

ლოდინის პერიოდი (მოსავლის აღებამდე პერიოდი დღეებში): ვაშლი 21 დღე, ყურძენი 35 დღე

მოცულობა: 200 .

მსგავსი პროდუქტები