ახალი, ეფექტური გადაწყვეტა არსებული აკარიციდების მიმართ რეზისტენტული ტკიპების წინააღმდეგ
მოქმედი ნივთიერება: ბიფენაზატი 480 გ/ლ
ფორმულაცია: სუსპენზიის კონცენტრატი (სკ)
მოქმედების ტიპი:
სონუმა 480 სკ არის მავნე ტკიპების საწინააღმდეგო სელექციური კონტაქტური აკარიციდი, რომელიც გამოიყენება მცენარეთა ფართო სპექტრზე როგორც ღია გრუნტში, ასევე სათბურებში. ის ეფექტურად ზემოქმედებს ტკიპების განვითარების ყველა სტადიაზე (კვერცხები, ლარვები,
ნიმფები, იმაგო). ბიფენაზატი არის კარბამატის ჯგუფის მოქმედი ნივთიერება. ის მოქმედებს როგორც ელექტრონების მიტოქონდრიული ტრა-ნსპორტირების ინჰიბიტორი III კომპლექსზე. ახასიათებს სწრაფი მოქმედება ტკიპების მოზარდ და ზრდასრულ სტადიებზე. ის გამოირჩევა გრძელვადიანი მოქმედებით და ინარჩუნებს მაღალ ეფექტურობას ტემპერატურისა და ტენიანობის მიუხედავად. სონუმა 480 სკ არის კონტაქტური მოქმედების პროდუქტი, შესაბამისად, მისი ეფექტური მუშაობისთვის აუცილებელია, რომ მცენარეთა ზედაპირები კარგად დაიფაროს პრეპარატით (ფოთლების როგორც წინა, ასევე უკანა მხარე). ჩვეულებრივ, დამცავი ეფექტის ხანგრძლივობა არის 3-4 კვირა.
გამოყენება:
ბიფენაზატის შემცველი პროდუქტები, როგორც ტკიპების საწინააღმდეგო, ფოთ- ლოვანი დამუშავებისთვის განკუთვნილი სპრეი, გამოიყენება სასოფლო-სამე-
ურნეო და დეკორატიულ კულტურებში, როგორიცაა მოცხარი, კენკრა, მარწყვი, წვრილკურკოვანი ხილი, ციტ- რუსები, ბოსტნეული (პომიდორი, წიწაკა, ბადრიჯანი, კიტრი, გოგროვნები, ნესვი, საზამთრო), სვია, სხვლადი ყვავილები (მაგ. ვარდები, გერბერები, ქრიზანთემა), მრავალწლიანი დეკორატიული და სანერგე მცენარეები. ვაშლი
ევროპული წითელი ტკიპას (panonychus ulmi) ლარვების, ნიმფის და ზრდასრული ტკიპას წინააღმდეგ, დო- ზით: 100 მლ/100 ლ წყალში.
ფორთოხალი
ციტრუსის წითელი ხოჭოების (panonychus citri) კვერცხის, ლარვის, ნიმფის და ზრდასრული მავნებლის წინა- აღმდეგ, დოზით: 40მლ/100 ლ წყალში.
საზამთრო
ბამბის წითელი ტკიპის (Tetranychus cinnabarinus), ჩვეულებრივი აბლაბუდიანი ტკიპის (Tetranychus urticae), ლარვის, ნიმფის, ზრდასრული მავნებლის წინააღმდეგ, დოზით: 200 მლ/ჰა.
სელექციურობა
სონუმა 480 სკ არის სელექციური აკარიციდი წითელი აბლაბუდიანი ტკიპების წინააღმდეგ საბრძოლველად. სონუმა 480 სკ უზრუნველყოფს ხანგრძლივ ეფექტს წითელი აბლაბუდიანი ტკიპების განვითარების ყველა სტადიაზე ვაშლსა და საზამთროზე (კვერცხის ეტაპის გარდა). ის არღვევს წითელი ტკიპების ნერვულ სისტე- მას და იწვევს ჰიპერაქტიურობას (მუდმივი სწრაფი მოძრაობა). წამალთან შეხებაში მყოფი წითელი ტკიპა ჭა- მას წყვეტს 3 საათის ვადაში. სიკვდილიანობა იწყება მე-3, მე-4 დღეს. სეზონზე რეკომენდებულია არა უმეტეს ერთხელ გამოყენება.
ლოდინის პერიოდი (მოასვლის აღებამდე პერიოდი დღეებში): საზამთრო 3 დღე, ფორთოხალი 14 დღე, ვაშლი 14 დღე.
მოცულობა: 250 მლ, 1 ლ