პარსავი

პარსავი (ზდ) არის ახალი, ორი მოქმედი ნივთიერების და ძლი- ერი ეფექტის მქონე ინსექტიციდი ყველა სახის ლეპიდოპტე- რების წინააღმდეგ

მოქმედი ნივთიერება: ემამექტინ-ბენზოატი 80 გ/ლ + ლამბდა ციჰალოტრინი 300 გ/ლ

ფორმულაცია: ზეთოვანი დისპერსია (ზდ)

მოქმედების ტიპი:

ლამბდა ციჰალოტრინი: არასისტემური, კონტაქტურ-ნაწლავური მოქმედება. აქვს გარკვეული გა- ნმზიდავი თვისებები. ნატრიუმის არხის მოდულატორი.

ემამექტინ ბენზოატი: არასისტემური, მოქმედებს მწერებში დამბლის გამოწვევის გზით, თრგუნავს კუნთების შეკუმშვას. ქლორიდის არხის აქტივატორი. დამცავი ეფექტის ხანგრ- ძლივობაა 10-20 დღე ამინდის პირობებიდან გამომდინარე.

გამოყენება:

პომიდორი

ბამბის ხვატარის (კოლოფის ჭია) (Helicoverpa armigera) ლა- რვების წინააღმდეგ, დოზით 75 მლ/ჰა.

მინდორში შესვლა უნდა მოხდეს დიაგონალური მიმართუ- ლებით, მინდვრის ზომის გათვალისწინებით უნდა შემოწ- მდეს 50-100 მცენარე, ხოლო კვერცხები და ლარვები უნდა მოიძებნოს მცენარის ყვავილებში, ფოთლებში, ღეროებში,

ნაყოფსა და ყლორტებში. თუ 100 მცენარიდან მინიმუმ 5 აღმოჩნდება დაბინძურებული, უნდა გა- ნხორციელდეს დამუშავება.

კარტოფილი

კოლორადოს ხოჭოს (Leptinotarsa decemlineata) ლარვის წინააღმდეგ, დოზით 60 მლ/ჰა.

ვაშლი

ვაშლის ნაყოფჭამიების (Cydia pomonella) ლარვის წინააღმდეგ, 3 მლ/100 ლ წყალში.

დამუშავება უნდა განხორციელდეს მაშინ, როდესაც პირველი თაობის კვერცხები იწყებს გამოჩე- კვას. პრეპარატების ეფექტურობის პერიოდიდან გამომდინარე, პირველი თაობის მიერ გამოწვე- ული დაზიანების თავიდან აცილება ხდება განმეორებითი შეწამვლით 20 დღის შემდეგ. როდესაც გამოიჩეკება მომდევნო თაობის პირველი კვერცხი, უნდა განხორციელდეს შემდეგი წამლობა. ზოგადად, საკმარისია 2 დამუშავება პირველი თაობის, ხოლო ერთი დამუშავება მეორე თაობის წინააღმდეგ, სულ 3 დამუშავება.

მოქმედი ნივთიერებების რეგისტრაცია ევროკავშირში:

ვაზი - ყურძნის ჭიის წინააღმდეგ, დოზით: 60 მლ/ჰა, წყლის რაოდენობა 500-800 ლ/ჰა.

პარსავი უაღრესად ეფექტურია ბამბის ხვატარის, კოლორადოს ხოჭოების, ვაშლის ნაყოფჭამიე- ბის, ზეთისხილის ჩრჩილის და ალუბლის ბუზის (Helicoverpa armigera, Leptinotarsa decemlineata, Cydia pomonella, Spodoptera littoralis, Prays oleae, Rhagoletis cerasi) წინააღმდეგ.

ლოდინის პერიოდი (მოსავლის აღებამდე პერიოდი დღეებში): პომიდორი 7 დღე; კარტოფილი 14 დღე; ვაშლი 7 დღე.

მოცულობა: 25 მლ, 50 მლ

მსგავსი პროდუქტები