კოპფორს ექსტრა

დამცავი და სამკურნალო მოქმედების მქონე კომბინირებული ფუნგიციდი

მოქმედი ნივთიერება: ციმოქსანილი 60 გ/კგ + სპილენძის ჰიდროქსიდი 461 გ/კგ

ფორმულაცია: წყალში დისპერგირებადი გრანულები (წდგრ)

მოქმედების ტიპი:

კოპფორს ექსტრა არის დამცავი და სამკურნალო მოქმედების მქონე კომბინირებული ფუნგიციდი.

დამუშავების შემდეგ სპილენძი დეპონირდება ფოთლების ზე- დაპირზე და იცავს მათ ინფექციისგან, ხოლო ციმოქსანილი აღწევს ფოთლის ქსოვილში და ანადგურებს უკვე განვითარე- ბულ პათოგენებს.

გამოყენება:

ვენახები (ღვინის და სუფრის ჯიშები): ჭრაქის წინააღმდეგ (Plasmopara viticola), დოზით 2 კგ/ჰა 300-1000 ლ წყალში. გა- მოიყენეთ ყვავილედის შეშუპებიდან ადრეულ მწიფობამდე (BBCH 55-80). გამოყენების მაქსიმალური რაოდენობა: 4-ჯერ, მინიმუმ 7 დღიანი ინტერვალით.

პომიდორი: ჭრაქის (Phytophtora infestans) და ყავისფერი ლა-

ქიანობის (Alternaria solani) წინააღმდეგ, დოზით 2 კგ/ჰა 300-500 ლ წყალი/ჰა-ზე. გამოიყენეთ პირ- ველი აყვავებიდან, სანამ ნაყოფი არ მიაღწევს ჯიშის ან ჰიბრიდის ტიპურ ზომას (BBCH 51-71). გამოყენების მაქსიმალური რაოდენობა: 4-ჯერ, მინიმუმ 7 დღიანი ინტერვალით.

კარტოფილი: ჭრაქის (Phytophtora infestans) წინააღმდეგ, დოზით 2 კგ/ჰა 300-500 ლ წყალი/ჰა-ზე. გამოიყენეთ პირველი ძირითადი ყლორტის გამოჩენიდან ფოთლების დაბერების/ხმობის ფა- ზამდე (BBCH 21-90). გამოყენების მაქსიმალური რაოდენობა: 5-ჯერ, მინიმუმ 7 დღიანი ინტერვა- ლით. ნაადრევი კარტოფილის წარმოებისას გამოიყენეთ ერთხელ სეზონზე.

თავსებადობა:

პროდუქტის შერევა შესაძლებელია ნეიტრალური და მჟავე რეაქციების პროდუქტებთან, თუმცა არ არის თავსებადი ტუტე რეაქციის პროდუქტებთან.

ლოდინის პერიოდი (მოსავლის აღებამდე პერიოდი დღეებში):

კარტოფილი: 14 დღე; პომიდორი: 10 დღე (სამრეწველო), 3 (ახალი); ყურძენი: 28 დღე

მოცულობა: 1 კგ, 250

მსგავსი პროდუქტები