სისტემური ფუნგიციდი ვაშლისა და მსხლის დასაცავად ნაც- რის, ქეცისა და სასაწყობე დაავადებებისგან
მოქმედი ნივთიერება: ბოსკალიდი 252 გ/კგ + პირაკლოსტრობინი 128 გ/კგ
ფორმულაცია: წყალში დისპერგირებადი გრანულები (წდგრ)
მოქმედება:
ბელისი, როგორც პრევენციული საშუალება, გამოიყენება ზრდის პერიოდში, ინფექციისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნამდე. პროდუქტის მოგვიანებით გამოყენების შემთხვევაში (მოსავლის აღებამდე), შენახვის დროს მცირდება ნაყოფის ლპობის შემთხვე- ვები, გამოწვეული ისეთი პათოგენებით, როგორიცაა: Stemphylium vesicarium, Penicillium spp., Botrytis cinerea, Monilia spp., Gleosporium spp…
გამოყენება:
ვაშლი, მსხალი – ქეცის (Venturia spp.) და ნაცრის წინააღმდეგ (Podosphaera spp.) დოზით 0,8 კგ/ჰა. გამოიყენება ვეგეტაციის პერი- ოდში (BBCH 54-85) და პრევენციულად, მეორადი ინფექციის პირობე- ბის წარმოქმნამდე.
გამოიყენება ნაყოფის ლპობის გამომწვევი სოკოების (Monilinia spp) წინააღმდეგ, მწიფობის დროს (ფაზა 81-87 BBCH მასშტაბი), პროფილაქტიკურად.
მითითებული ოდენობით გამოყენებისას, ხილის შენახვის დროს ამცირებს დაავადებების გაჩე- ნის მაჩვენებელს.
ბელისი ავლენს სრულ ეფექტურობას ყველა მნიშვნელოვანი სახის ლპობის წინააღმდეგ, როდე- საც ის გამოიყენება მოსავლის აღების წინ.
გამოყენების მაქსიმალური ჯერადობა სეზონზე:
მისი გამოყენება შესაძლებელია წელიწადში 3-ჯერ, 10 დღიანი ინტერვალით.
უპირატესობები:
- მოქმედების ფართო სპექტრი დაავადების გამომწვევ ფაქტორებზე.
- ხელსაყრელი ეკოტოქსიკოლოგიური მახასიათებლები
- დადებითი გავლენა მცენარის სრულ განვითარებაზე
ლოდინის პერიოდი (მოსავლის აღებამდე პერიოდი დღეებში): ვაშლი 7 დღე
მოცულობა: 1 კგ
Agrimatco.georgia@agrimatco-eu.com