ბაზაგრანი

ბაზაგრანი არის სელექციური, კონტაქტური ჰერბიციდი, რომელიც განკუთვნილია ერთწლიანი და მრავალწლიანი ფართოფოთლო- ვანი სარეველების წინააღმდეგ საბრძოლველად კულტურათა ფა- რთო სპექტრში

მოქმედი ნივთიერება: ბენტაზონი 480 გ/ლ

ფორმულაცია: წყალხსნარი (წხ)

მოქმედების ტიპი

ბენტაზონი არის კონტაქტური ჰერბიციდი, რო- მელიც აფერხებს სარეველებისა და ბალახების განვითარებას ფოტოსინთეზში ჩარევის გზით, არსებითად - ბლოკავს ფოტოსინთეზს. ეს იწვევს ფოთლების გაყვითლებას და საბოლოოდ, სა- რეველის კვდომას. იმის გათვალისწინებით, რომ ბენტაზონი შეიწოვება მცენარის მწვანე ნა- წილებით, სარეველების სრული კონტროლისა და მოსავლის დაცვისთვის აუცილებელია, მცე- ნარე სრულად დაიფაროს პრეპარატით.

გამოყენება

ფართოფოთლოვანი (ორლებნიანი) სარეველე-

ბის წინააღმდეგ, როდესაც სარეველას განვითარებული აქვს 2-4 ფოთოლი.

კარტოფილი - კარტოფილის 4 ფოთოლის განვითარების სტადიაზე, დოზით: 2 ლ/ჰა, წყლის რა- ოდენობა: 200-400 ლ/ჰა.

ბარდა, ლობიო – 4 ფოთლის განვითარების სტადიაზე, დოზით: 1,5-2 ლ/ჰა. სოიო, იონჯა – 1-3 სამყურა ფოთლის სტადიაზე, დოზით: 1,5 – 2 ლ/ჰა. სიმინდი – 3 – 5 ფოთოლის სტადიაზე, დოზით: 2ლ/ჰა.

მარცვლეული – მარცვლეულის ამონაყარის ზრდის ფაზაში, პირველ მუხლამდე, დოზით: 2 ლ/ჰა.

მოქმედების სპექტრი

შესანიშნავი ეფექტურობა: ერთწლიანი სარეველები

Abutilon theophrasti (შვრიუკა), Amaranthus hybridus (ჯიჯლაყა), A. Retroflexus (ჯიჯლაყისებრთა), Bylderdykia convolovulus (ხვართქლა), Brassica napus (შალგი), Capsella bursa-pastoris (წიწმატურა), Chenopodium hybridum (ნაცარქათამა), Datura stramonium (ლემა), Hibiscus trionum (ჰიბისკუსი), Lamium purpureum (ბებრისკონა), Lactuca serriola (ღორის ქადა), Matricaria indora (უსუნო გვირილა), Papaver rhoeas (ყაყაჩო), Myosotis arvensis (კესანე), Polygonum lapatifolium (დვალურა), Portulaca oleracea (დანდური), Sinapis arvensis (მინდვრის მდოგვი), Sonchus oleraceus (ლონსონსი), Xanthim strumarium (ღორის ბირკა), Veronica arvensis (დედოფლის თითა) -ის წინააღმდეგ. დამაკმაყოფილებელი ეფექტურობა: ერთწლიანი და ორწლიანი სარეველები:

Stellaria media (ჟუნჟრუკი), Solanum nigrum (ძაღლყურძენა), Ambosia artemisifolia (ამბროზია), Chenopodium album (ნაცარქათამა), Anthemis arvensis (ძაღლისჭიპა), Galium aparine (ბეგიაური), Helianthus annuus (მზესუმზირა), Lamium amplexicaule (ბებრისკონა), Senecio vulgaris (ბაბუაწვერა), Veronica arvensis (დედოფლისთითა)-ის წინააღმდეგ.

მოცულობა: 10

მსგავსი პროდუქტები