სეკვენცა

სისტემური ფუნგიციდი პრევენციული და სამკურნალო მოქმედებით მოქმედი ნივთიერება: დიფენოკონაზოლი 250 გ/ლ

ფორმულაცია: ემულგირებადი კონცენტრატი (ეკ)

მოქმედების რეჟიმი:

დიფენოკონაზოლი არის ფართო სპექტრის ფუნგიციდი, რომელიც აკო- ნტროლებს სოკოების მრავალ სახეობას - მათ შორის ასკომიცეტების, ბაზიდიომიცეტების და დეიტერომიცეტების ოჯახების წარმომადგენ- ლებს. ის მოქმედებს როგორც თესლის დასამუშავებელი, ფოთლოვანი წამლობის საშუალება და სისტემური ფუნგიციდი. მისი ათვისება ხდება ინფიცირებული მცენარის ზედაპირის მეშვეობით და გადადის მცენა- რის ყველა ნაწილზე. მას აქვს სამკურნალო და პრევენციული ეფექტი. დიფენოკონაზოლის მოქმედების რეჟიმი გამოიხატება იმაში, რომ ის არის სტეროლის დემეთილაციის ინჰიბიტორი, რომელიც ხელს უშლის სოკოს განვითარებას უჯრედის მემბრანის ერგოსტეროლის ბიოსინთე- ზის ინჰიბირებით. ის მოძრაობს ტრანსლამინარულად, რაც საშუალე- ბას აძლევს მას, რომ დამუშავებიდან მოკლე დროში თანაბრად გადა- ნაწილდეს მცენარეში. იგი გამოიყენება პრევენციულად და ადრეულ პოსტინფექციურ მკურნალობაში, მცენარის ზედაპირზე სოკოს აღმოცე- ნების შემდეგ, როდესაც ის აჩერებს ინფექციის გავრცელებას. ყველა ტრიაზოლთან შედარებით დიფენოკონაზოლს აქვს სამკურნალო გამო- ყენების ყველაზე გრძელი პერიოდი (ინფექციიდან 72 სთ-მდე). გამოყენების სპექტრი:

ვაშლი, მსხალი (წვრილკურკოვანი ხილი) – ქეცის (Venturia spp.), ნაცრის (Podosphaera spp.) საწინაა- ღმდეგოდ, დოზით 0,225 ლ/ჰა (0,075 ლ/ჰა/მ გვირგვინის სიმაღლე), დამუშავება უნდა მოხდეს ყვავი- ლობის დაწყებიდან ფოთლის დაახლოებით 10%-მდე გაშლამდე (BBCH 61), ბლოკური შესხურებით 5-10 დღის ინტერვალით.

სტაფილო – ნაცრის (Erysiphe heracleid), სტაფილოს ფოთლის ფიტოფტოროზის (Alternaria dauci) სა- წინააღმდეგოდ, დოზით 0,4 ლ/ჰა, დამუშავება უნდა მოხდეს მას შემდეგ, რაც ფესვები დაიწყებს გაფა- რთოებას (დიამეტრი > 0,5 სმ) (BBCH 41), იქამდე, სანამ ნაყოფი არ მიაღწევს ტიპურ ზომას (BBCH 79), ორი დამუშავებით, 7-14 დღიანი ინტერვალით.

ნიახური – შავი ფიტოფტოროზის (Septoria apiicola) წინააღმდეგ, დოზით 0,4 ლ/ჰა, ერთი დამუშავება მე-3 ფოთლის გაშლის შემდეგ (BBCH 13).

შაქრის ჭარხალი – ჭარხლის ფოთლის ლაქიანობის (Cercospora beticola) წინააღმდეგ, დოზით 0,4 ლ/ ჰა, დამუშავება უნდა დაიწყოს როდესაც ფოთლები ფარავს მიწის 90%-ს (BBCH 39) იქამდე, სანამ ჭა- რხალი არ მიაღწევს მოსავლის აღების დროს (BBCH 49), 2 დამუშავება 10-28 დღიანი ინტერვალით. სატაცური – ფოთლის ლაქიანობის (Stemphylium botryosum) წინააღმდეგ, დოზით 0,4 ლ/ჰა, მოსა- ვლის აღების შემდეგ ერთი დამუშავება.

რეგისტრაცია ევროკავშირში* დიფენოკონაზოლი რეგისტრირებულია მრავალი კულტურისათვის, როგორიცაა: კარტოფილი, გარგარი, კომბოსტო, მოცვი, ოხრახუში, მარწყვი, ჟოლო, ხახვი, სალათის ფოთოლი,

ლოდინის პერიოდი (მოსავლის აღების წინარე პერიოდი დღეებში): წვრილკურკოვანი ხილი – 28 დღე; შაქრის ჭარხალი - 28 დღე; სტაფილო, ნიახური – 21 დღე

შერევა: მისი შერევა შესაძლებელია პრევენციულ ფუნგიციდებთან და ინსექტიციდებთან, წინასწარ თა- ვსებადობის შემოწმებით. არ შეიძლება მისი შერევა მჟავა რეაქციის ინსექტიციდებთან (დიმეთოატი). მოცულობა: 250 მლ

მსგავსი პროდუქტები