რევიქეარი - რევოლუციური ფუნგიციდი მარცვლეულის დასაცავად
მოქმედი ნივთიერება: მეფენტრიფლუკონაზოლი 100 გ/ლ + პირაკლოსტრო- ბინი 100 გ/ლ ფორმულაცია: ემულგირებადი კონცენტრატი (ეკ)
მოქმედების ტიპი:
სრულიად ახალ მოქმედ ნივთიერებას - რევიზოლს, რომელიც მიეკუთვნება ტრი-
აზოლის ჯგუფს, აქვს FLEXY POWER (მოქნილი სიმძლლავრის) მოლეკულა, რომელიც სტანდარტულ ტრიაზოლებზე 100-ჯერ უფრო ძლიერად აკავშირებს მას პათოგენთან. სტრობილურინების ჯგუფის წარმომადგენელ პირაკლოსტრობინთან ერთად, ის რევიქეარში აერთიანებს ორი ფუნგიციდის ძალას, რაც უზრუნველყოფს მარცვლეულის სრულ დაცვას ყოველგვარი დაავადებისგან, იმის გათვალისწინე- ბით, რომ პირველი დამუშავებისას ის ხელს უშლის დაავადების გამომწვევი მიზეზების გაჩენას და განვითარებას და ამავდროულად, უზრუნველყოფს ფოთლების ყველაზე ხანგრძლივ დაცვას. მაშინაც კი, თუ რევიქეარით კულტურის წამლობა მოხდება მხოლოდ დაავადების პირველი ნიშნების გამოჩე- ნის შემდეგ, ფუნგიციდს შეუძლია დაავადების განვითარების შეჩერება ინფიცირების შემდგომაც, სა- მკურნალო დამუშავებების ჩატარების გზით ინფექციის დაფიქსირებიდან 5 დღის ვადაში.
ის უზრუნველყოფს რევოლუციურად უსაფრთხო და მარტივ დაცვას წარმოების ნებისმიერ პირო- ბებში! ადაპტირებულია რა დამუშავების ნებისმიერ პერიოდზე და ეფექტურია წარმოების ნების- მიერ პირობებში, რევიქეარი წარმოადგენს დღემდე არსებულ ყველა ტრიაზოლზე ძლიერ ფუნგი- ციდს მარცვლეულისთვის.
გამოყენება:
საშემოდგომო ხორბალი (Triticum aestivum), საგაზაფხულო ხორბალი (Triticum aestivum), თა- ვთუხი (Triticum durum)
- სამიზნე დაავადებები: ხორბლის ჟანგა (Puccinia triticina), ყვითელი ჟანგი (Puccinia striiformis), ნა- ცარი (Blumeria graminis), ფოთლის ყავისფერი ლაქიანობა (Septoria = Zymoseptoria tritici), დოზით: 0,75-1 ლ/ჰა, წყლის რაოდენობა: 100-300 ლ/ჰა. პროდუქტი გამოიყენება დაავადების განვითარები- სათვის ხელსაყრელი პირობების შექმნის დროს, ღეროს დაგრძელების დაწყებიდან (BBCH 30) ყვა- ვილობის დასრულებამდე (BBCH 69). ვეგეტაციის პერიოდში დასაშვებია მაქსიმუმ ორი დამუშავება, მინიმუმ 21 დღიანი ინტერვალით.
- ფუზარიოზის (Fusarium spp.) წინააღმდეგ, დოზით: 1 ლ/ჰა, წყლის რაოდენობა: 100-300 ლ/ჰა. პრო- დუქტი გამოიყენება ხორბლის ყვავილობის დასაწყისში, როდესაც იშლება ყვავილების 20-30%.
საშემოდგომო ქერი (Hordeum vulgare), საგაზაფხულო ქერი (Hordeum vulgare),
- სამიზნე დაავადებები: ბადისებრი ლაქიანობა (Pyrenophora teres), ნაცარი (Blumeria graminis), ნაც- რისფერი სილაქავე (Rhynchosporium secalis), რამულარია (რამულარული ლაქები) (Ramularia collo- cygni). დოზით: 0,75-1 ლ/ჰა, წყლის რაოდენობა: 100-300 ლ/ჰა. პროდუქტი გამოიყენება დაავადების განვითარებისათვის ხელსაყრელი პირობების წარმოქმნის დროს. ღეროს დაგრძელების დაწყებიდან (BBCH 30) ყვავილობის დასრულებამდე (BBCH 69). ვეგეტაციის პერიოდში დასაშვებია მაქსიმუმ ორი დამუშავება, მინიმუმ 21 დღიანი ინტერვალით.
ტრიტიკალე (X triticale)
- სამიზნე დაავადებები: ფოთლის ყავისფერი ლაქიანობა (Septoria = Zymoseptoria tritici), ყავისფერი ჟა- ნგი (Puccinia recondita), ყვითელი ჟანგი (Puccinia striiformis), ფუზარიოზი (Fusarium spp.), დოზით: 0,75-1 ლ/ ჰა, წყლის რაოდენობა: 100-300 ლ/ჰა. პროდუქტი გამოიყენება დაავადების განვითარებისათვის ხელსა- ყრელი პირობების წარმოქმნის დროს. ღეროს დაგრძელების დაწყებიდან (BBCH 30) ყვავილობის დას- რულებამდე (BBCH 69). ვეგეტაციის პერიოდში დასაშვებია მაქსიმუმ ორი დამუშავება, მინიმუმ 21 დღიანი ინტერვალით.
რატომ რევიქეარი?
მოსავლის დაცვა თანამედროვე სასოფლო-სამეურნეო წარმოების ერთ-ერთ ყველაზე დიდ გამოწვევას წარმოადგენს. იმისათვის, რომ მწარმოებლებმა შეინარჩუნონ კულტურები, გაზარდონ მოსავალი და მოგება, სჭირდებათ რაიმე რევოლუციური, რაც ცვლის მდგომა- რეობას - ფესვებიდან.
გამოყენების უპირატესობები:
- უზრუნველყოფს სრულ დაცვას ყველა მნიშვნელოვანი დაავადე- ბისგან;
- ერგება დამუშავების ნებისმიერ პირობას;
- აჩერებს დაავადების განვითარებას ინფიცირების შემდგომ ეტაპ- ზეც;
- უზრუნველყოფს ფოთლების ყველაზე ხანგრძლივ დაცვას;
- ეფექტურია დაბალ ტემპერატურაზეც, მდგრადია ულტრაიისფერი გამოსხივებისა და წვიმით ჩამორეცხვის მიმართ.
რევიზოლი არის Flexy Power მოლეკულის მქონე ერთადერთი ტრი- აზოლი
- Flexy Power მოლეკულას გააჩნია უნიკალური ”იზოპროპანოლის რგოლი”, რომელიც არის ძალიან მოქნილი და ადვილად ადაპტირდება პათოგენთან.
- Flexy Power საშუალებას აძლევს მოქმედ ნივთიერება რევიზოლს, რომ მიემაგროს პათოგენს და 100- ჯერ უფრო ძლიერია სტანდარტულ ტრიაზოლთან შედარებით.
- ამ ფუნქციის წყალობით, რევიზოლი უზრუნველყოფს ისეთ შედეგს, რომელიც შეუდარებელია მაში- ნაც კი, თუ ნათესებში ფიქსირდება რეზისტენტობა.
რევოლუციურად უკეთესი არსებულ ტრიაზოლებთან შედარებით
— ახალი მოქმედი ნივთიერება რევიზოლის უსაფრთხოება და საიმედოობა დადასტურებულია ევრო- პის მასშტაბით მრავალი დამოუკიდებელი ინსტიტუტის მიერ რამდენიმე წლის განმავლობაში ჩატა- რებული კვლევებით. აღნიშნულ კვლევათა შედეგები წარმოდგენილია Eurowheat Platforms-ზე.
— EuroWheat-ის პლატფორმა აერთიანებს მონაცემებსა და გამოცდილებას სხვადასხვა ქვეყნიდან, რათა გვიჩვენოს საუკეთესო გადაწყვეტები მცირე ზომის მარცვლეულის დაცვის სფეროში. აღნიშნული ინფორმაცია გამიზნულია უპირველეს ყოვლისა ფერმერებისა და მრჩეველებისთვის, ასევე ყველა იმ პარტნიორისთვის, რომლებიც ჩართულნი არიან ხორბლის წარმოებისა და დაცვის პროცესში.
მარცვლეულის სრული დაცვა ყველა დაავადებისგან
— რევიქეარი აერთიანებს ორი, მოქმედების სხვადასხვა მექანიზმის მქონე, უნიკალური ფუნგიცი- დის ძალას, რაც გვაძლევს დაუნდობელი ბრძოლის საშუალებას ხორბლისა და ქერის ყველა დაავა- დების წინააღმდეგ.
ლოდინის პერიოდი (მოსავლის აღებამდე პერიოდი დღეებში): 35 დღე
მოცულობა: 1ლ
Agrimatco.georgia@agrimatco-eu.com