ზრდის რეგულატორი - სრული კონტროლისთვის
მოქმედი ნივთიერება: პროჰექსადიონ-კალციუმი 100 გ/კგ
ფორმულაცია: წყალში დისპერგირებადი გრანულები (წდგრ)
მოქმედების ტიპი:
რეგალის პლუსი დამუშავების შემდეგ შეიწოვება ფოთლების მეშვეობით. შთანთქმის პერიოდი გრძელდება დაახლოებით 6 საათის განმავლობაში და ამ პერიოდის შემდეგ იგი პრაქტიკულად მდგრადია წვიმის მიერ ჩამორეცხვის მიმართ. დამუშავება უნდა განხორციელდეს საღამოს ან დი- ლით ადრე. მცენარეში შეღწევის შემდეგ, ის გადაადგილდება ლოკალურ-
სისტემურად. აუცილებელია მცენარეების კარგად დაფარვა პროდუქტის ხსნარით. პროდუქტის 2/3 უნდა შეასხუროთ მცენარის ზედა ნახევარზე.
გამოყენება:
ვაშლი, მსხალი – როგორც ზრდის რეგულატორი, დოზით 0,5 – 2,5 კგ,
გამოყენების დრო:
პირველი დამუშავება: ყვავილობის ფაზის დასაწყისიდან დასასრულამდე (60-69 ეტაპები BBCH შკალაზე) მეორე დამუშავება: ნაყოფის ზომის 10 მმ-მ- დე გაზრდიდან იქამდე, სანამ ნაყოფი საბოლოო ზომის ნახევარს არ მიაღ- წევს (71- BBCH- 75).
რეგალის პლუსის გამოყენება შესაძლებელია რამდენიმე გზით:
დამუშავება უნდა დაიწყოს 3-10 სმ ზომის ახალგაზრდა ყლორტების ზრდის ფაზაში (ჩვეულებრივ, ეს ფაზა ემთხვევა ყვავილობის დაწყების ფაზას). რეგალის პლუსი გამოიყენება 2,5 კგ/ჰა ოდენობით ახალგაზრდა ხეების ზრდის შესანელებლად ვაშლის ნორჩ ბაღებში. მისი გამოყენება შესაძლებე-ლია ერთჯერადად, თუმცა პრაქტიკაში გამოვლენილი უკეთესი შედეგები მიღებულ იქნა ორი ან მეტი დამუშავებით, საჭიროების მიხედვით.
ორჯერადად დამუშავება ნიშნავს, რომ დამუშავება ხორციელდება 1,25 კგ/ჰა დოზით, როგორც უკვე აღინიშნა, ყვავილობის სტადიაზე, როდესაც იშლება ყვავილედის ცენტრალური ყვავილი. დოზის მეორე ნახევარი (დარჩენილი 1,25 კგ/ჰა) უნდა გამოვიყენოთ 2-5 კვირის შემდეგ, მცენარეების ზრდიდან გამომდინარე.
განმეორებით შეტანის შემთხვევაში, დამუშავების საწყისი დოზა იქნება იგივე, რაც ორი დამუშავების და ზემოთ აღნიშნული ფაზის შემთხვევაში - დამუშავების სრული დოზის ნახევარი (1.25 კგ/ჰა). დარჩენილი 1,25 კგ იყოფა 4 დოზად (თითოეული 0,31 კგ/ჰა ოდენობით) და გამოიყენება 15-20 დღიანი ინტერვალით, მცენარის განვითარების მიხედვით და მოსავლის აღებამდე 55 დღით ადრე.
გამოყენების უპირატესობები:
— ზღუდავს გამონაზარდების სიჭარბეს, არეგულირებს ზრდას და აძლიერებს მცენარეს;
— ხელს უწყობს ახალგაზრდა ნაზარდს, ნაყოფის ჩამოყალიბებასა და მოსავალს შორის ბალანსს.
— აუმჯობესებს ხეხილის ბუნებრივ მდგრადობას დაავადებებისა და მავნებლების მიმართ
თავსებადობა:
რეგალის პლუსის შერევა არ შეიძლება კალციუმის შემცველ პროდუქტებთან, აგრეთვე ფოთლოვანი გამოყენების სასუქებთან.
მოცულობა: 1 კგ
Agrimatco.georgia@agrimatco-eu.com