ორვეგო

ორვეგო არის ყველაზე რთული პირობებისთვის განკუთვნილი ფუნგიციდი, რომელიც გამოიყენება ზრდის სეზონის განმავლობაში, ჭრაქის გაძლიერე- ბისას.

მოქმედი ნივთიერება: ამეტოქტრადინი 350 გ/ლ + დიმეტომორფი 225 გ/ლ

ფორმულაცია: კონცენტრირებული სუსპენზია (კს)

მოქმედების ტიპი:

სისტემური ფოთლოვანი გამოყენების ფუნგიციდი, დამცავი, სამკურნალო და სპორების გავრცე- ლების საწინააღმდეგო მოქმედებით.

ორვეგო არის განსაკუთრებული სიძლიერის ფუ- ნგიციდი, შექმნილია ჭრაქის გამომწვევი სოკოების (Phytophtora infestans და Pseudoperonospora cubensis) წინააღმდეგ ყველაზე რთულ პირობებში ბრძოლი- სათვის. ის უნდა გამოიყენოთ მაშინ, როდესაც და- ავადების განვითარების პირობები ოპტიმალურია

- წვიმიანი და მზიანი პერიოდების მონაცვლეობა, ზომიერი ტემპერატურა, მაღალი ფარდობითი ტე- ნიანობა. პროდუქტი უნდა იქნას გამოყენებული პრევენციულად, რათა შემცირდეს რეზისტენტო- ბის რისკი, თუმცა როდესაც ეს შეუძლებელია და

საჭიროა დაავადების განვითარების თავიდან აცილება მისი აღმოცენებისას, ამგვარი იარაღის ფლობა წარმოადგენს ხსნას ყურძნის მწარმოებლისთვის.

გამოყენება:

* ევროკავშირში პროდუქტი რეგისტრირებულია შემდეგ კულტურებზე:

ყურძენი (საღვინე და სუფრის): ჭრაქის (Plasmopara viticola) წინააღმდეგ, დოზით: 0,8 ლ/ჰა, წყლის რაოდენობა: 200 - 1200 ლ/ჰა. პროდუქტი გამოიყენება ყვავილის ფორმირების დასაწყისიდან მა- რცვლის დასრულების სტადიამდე (BBCH 53-83). ვეგეტაციის პერიოდში დასაშვებია მაქსიმუმ 3 დამუშავება, 10-14 დღიანი ინტერვალით.

კარტოფილი - ჭრაქის, ფიტოფტორის (Phytophtora infestans) წინააღმდეგ, დოზით: 0,8 ლ/ჰა, წყლის რაოდენობა: 100 - 1000 ლ/ჰა. პროდუქტი გამოიყენება პრევენციულად, როდესაც შექმნი- ლია დაავადების განვითარებისთვის ხელსაყრელი პირობები. გვერდითი ყლორტების ფორმი- რების დასაწყისიდან ფიზიოლოგიური მომწიფების დასრულებამდე (BBCH 20-89). ვეგეტაციის პე- რიოდში დასაშვებია მაქსიმუმ 3 დამუშავება. დამუშავებებს შორის ინტერვალი: 5-10 დღე. პომიდორი (ღია და დახურული გრუნტი) – ჭრაქის, ფიტიფტორის (Phytophtora infestans) წონააღ- მდეგ, დოზით: 0,8 ლ/ჰა, წყლის რაოდენობა: 200 - 1000 ლ/ჰა. პროდუქტი გამოიყენება პრევენცი- ულად, როდესაც შექმნილია დაავადების განვითარებისთვის ხელსაყრელი პირობები. სრულად განვითარებული კოტილედონის (ჩანასახის ლებანი) სტადიიდან სრული სიმწიფის სტადიამდე (BBCH 10-89).

ვეგეტაციის პერიოდში დასაშვებია მაქსიმუმ 3 დამუშავება, 7-10 დღიანი ინტერვალით.

სალათი (ღია და დახურული გრუნტი) – ჭრაქის (Bremia lactucae) წინააღმდეგ, დოზით: 0,8 ლ/ჰა, წყლის რაოდენობა: 200 - 1000 ლ/ჰა. პროდუქტი გამოიყენება პრევენციულად, როდესაც შექმნი- ლია დაავადების განვითარებისთვის ხელსაყრელი პირობები. კულტურის თავაკის ფორმირების

დაწყებიდან თავაკებისთვის დამახასიათებელი ზომის, ფორმისა და სიმტკიცის მიღწევის სტადი- ამდე (BBCH 40-49) ღია გრუნტში, ხოლო 9 განვითარებული ფოთლის სტადიიდან თავაკებისთვის დამახასიათებელი ზომის, ფორმისა და სიმტკიცის მიღწევის სტადიამდე (BBCH 19-49) დახურულ გრუნტში.

ვეგეტაციის პერიოდში დასაშვებია მაქსიმუმ 2 დამუშავება, დამუშავებებს შორის ინტერვალი 7-10 დღე.

კიტრი და ყაბაყი (ღია და დახურული გრუნტი) – ჭრაქის წინააღმდეგ, დოზით: 0,8 ლ/ჰა, წყლის რაოდენობა: 200 - 1000 ლ/ჰა. პროდუქტი გამოიყენება პრევენციულად, როდესაც შექმნილია და- ავადების განვითარებისთვის ხელსაყრელი პირობები. გვერდითი ყლორტების განვითარებიდან სრულ მომწიფებამდე (BBCH 40-89) ღია გრუნტში, ხოლო გვერდითი ყლორტების გამოჩენიდან სრულ მომწიფებამდე (BBCH 20- 89) დახურულ გრუნტში.

ვეგეტაციის პერიოდში დასაშვებია მაქსიმუმ 2 დამუშავება, დამუშავებებს შორის ინტერვალი 7-10 დღე.

ნესვი (ღია გრუნტი) – ჭრაქის წინააღმდეგ, დოზით: 0,8 ლ/ჰა, წყლის რაოდენობა: 200 - 1000 ლ/ჰა. პროდუქტი გამოიყენება პრევენციულად, როდესაც შექმნილია დაავადების განვითარებისთვის ხელსაყრელი პირობები. გვერდითი ყლორტების განვითარებიდან სრულ მომწიფებამდე (BBCH 40-89).

ვეგეტაციის პერიოდში დასაშვებია მაქსიმუმ 2 დამუშავება, 7-10 დღიანი ინტერვალით.

ზოგადი ინფორმაცია ორვეგოს გამოყენების შესახებ:

- გამოიყენება დაავადების განვითარებისთვის ხელსაყრელ პირობებში: წვიმიანი და მზიანი პე- რიოდების მონაცვლეობა, ზომიერი ტემპერატურა, ჰაერის მაღალი ტენიანობა;

- რთულია მისი ჩამორეცხვა წვიმის დროს (გამოყენებიდან ერთი საათის შემდეგ არ არსებობს მისი ჩამორეცხვის საშიშროება);

- უაღრესად ძლიერია წარმოქმნის სტადიაში მყოფი დაავადების თავიდან ასაცილებლად;

- ვაზის, კარტოფილის, პომიდვრისა და კიტრის ჭრაქისგან დასაცავად გამოიყენეთ 0,8 ლ/ჰა.

- დაავადების გაძლიერების, ძლიერი წვიმის ან მცენარის დაჩქარებული ზრდის შემთხვევაში, დამუშავებათა შორის ინტერვალი უნდა იყოს უფრო ნაკლები.

გამოყენების უპირატესობები:

- ლოკალურ-სისტემური მოქმედების წყალობით, ის ასევე საიმედოდ იცავს ფოთლის უკანა მხა- რეს არსებული კუტიკულის ცვილისებრ ფენას;

- შესანიშნავი მდგრადობა წვიმის შედეგად ჩამორეცხვის მიმართ;

- ნამის წვეთების წყალობით, კიდევ უფრო უმჯობესდება პრეპარატის ეფექტურობა და იზრდება დამუშავებული ფართობი;

- ახალი მოქმედი ნივთიერება ინითიუმი (Initium®) წარმოდგენს შესანიშნავ საშუალებას ანტირე- ზისტენტულ სტრატეგიაში;

- მოკლე ლოდინის პერიოდი კარტოფილსა და ბოსტნეულში.

თავსებადობა:

არ არსებობს სპეციალური შეზღუდვები, თუმცა ყოველთვის რეკომენდებულია, რომ ნებისმიერ სხვა პრეპარატთან შერევისას, პირველ რიგში ჩატარდეს საცდელი დამუშავება ნაკვეთის მცირე ნაწილზე, რათა დარწმუნდეთ მათ თავსებადობაში.

ლოდინის პერიოდი (მოსავლის აღებამდე პერიოდი დღეებში):

პომიდორი, კიტრი, ყაბაყი და ნესვი - 3 დღე;

კარტოფილი, სალათის ფოთოლი, მანგოლდი (ფოთლოვანი ჭარხალი), ბოლეტუსი, რუკოლა, წი- თელი მდოგვი, Brassica-ს ჯიშის ფოთლები და ნერგები - 7 დღე;

ვაზი (სუფრის და საღვინე ჯიშები) - 35 დღე.

მოცულობა: 1ლ

მსგავსი პროდუქტები