ებრძოლეთ ნაცარს ორმაგი სიმძლავრით
მოქმედი ნივთიერება: ბოსკალიდი 200 გ/ლ + კრეზოქსიმ-მეთილი 100 გ/ლ
ფორმულაცია: სუსპენზიის კონცენტრატი (სკ)
მოქმედების ტიპი:
ბოსკალიდი მიეკუთვნება პირიდინ-კარბოქსამიდის ჯგუფს. აფერხებს სპორების აღმოცენებას, ჩანასახის მილის დაგრძელებას და ასევე ეფექტურია სოკოს განვი-
თარების ყველა სხვა ეტაპზე.
კრეზოქსიმ-მეთილი აფერხებს მიტოქონდრიულ სუნთქვას ცი- ტოქრომ c-რედუქტაზას აქტივობის დათრგუნვით.
ფუნგიციდის მოქმედების არსი არის მიტოქონდრიული ციკლის დათრგუნვა. შედეგად, ხდება სუნთქვის გაძნელება, ჩერდება სპო- რების წარმოქმნა და აღმოცენება, რაც გამორიცხავს ინფექციის შე- მდგომ განვითარებას.
გამოყენება:
ყურძენი - ნაცრის (Uncinula necator) წინააღმდეგ საბრძოლველად, დოზით 0,3 – 0,4 ლ/ჰა. პროდუქტი გამოიყენება დაავადების განვი- თარებისათვის ხელსაყრელი პირობების დროს, პირველი ფოთლის სტადიიდან მარცვლის „ფორმირების“ ან სიმწიფის სტადიამდე
(BBCH 11 - 83). პროდუქტის გამოყენება შესაძლებელია ვეგეტაციის პერიოდში მაქსიმუმ სამჯერ, გამოყენებათა შორის 10-14 დღიანი ინტერვალით.
უპირატესობები:
- ორი მოქმედი ნივთიერების კომბინაცია ზემოქმედების ფართო სპექტრით
- აქტიური ნივთიერებების სინერგია (გაძლიერებული ეფექტი) ერთობლივ მოქმედებაში
- რეზისტენტობის შემცირების შესაძლებლობა
- საიმედოდ აფერხებს ვაზის ნაცარს მისი განვითარების ყველაზე კრიტიკულ ეტაპებზე. ლოდინის პერიოდი (რთველის წინა პერიოდი დღეებში): ყურძენი 28 დღე მოცულობა: 1ლ
Agrimatco.georgia@agrimatco-eu.com