სისტემური ფუნგიციდი ღვინისა და სუფრის ყურძნის ნაცრისფერი სიდამპლისა და ნაცრის წინააღმდეგ
მოქმედი ნივთიერება: ბოსკალიდი 500 გ/კგ
ფორმულაცია: წყალში დისპერგირებადი გრანულები (წდგრ)
მოქმედების ტიპი
კანტუსის მოქმედი ნივთიერება ბოსკალიდი მი- ეკუთვნება პირიდინ-კარბოქსამიდის ჯგუფს. ეს არის ფუნგიციდი, რომელიც გადაადგილდება ტრანსლამინარულად და აკროპეტალურად მცე- ნარის ფოთოლში და უზრუნველყოფს პრევენ- ციულ და ზოგიერთ შემთხვევაში სამკურნალო მოქმედებას. აფერხებს სპორების აღმოცენე- ბას, ჩანასახის მილის დაგრძელებას და ასევე ეფექტურია სოკოს განვითარების ყველა სხვა სტადიაზე. გამოყენება: ნაცრის (powdery mildew), ალტერნარიოზის (Alternaria spp.), ბოტრიტის (Botrytis spp.) და თეთრი სიდამპლის (Sclerotinia spp.) წინააღმდეგ.
გამოყენება
ყურძენი (ღვინის და სუფრის ჯიშები) – ნაცრისფერი ობის (Botrytis Cinerea) და ნაცრის (Uncinula necator) წინააღმდეგ, დოზით 1-1,2 კგ/ჰა. მისი გამოყენება უნდა მოხდეს მტევნის დახურვამდე, ანუ მტევნის მარცვლების სრულ შევსებამდე და მარცვლის ფორმირების ეტაპზე.
უპირატესობები:
- კანტუსი იცავს ყურძენს პათოგენის შემოტევის შემდეგაც. ის უზრუნველყოფს კონტაქტურ და სისტემურ მოქმედებას. ბოსკალიდის ნაწილი რჩება ყურძნის მარცვალის ზედაპირზე, ნაწილი კი შეიწოვება და ტრანსლამინილირდება მცენარეში.
- კანტუსი ასევე შესანიშნავად მოქმედებს ყურძნის დაავადების გამომწვევ მეორად მიზეზებზე.
- ნეიტრალურია ყურძნის წვენის ფერმენტაციის მიმართ და უზრუნველყოფს ღვინის მაღალ ხა- რისხს
- უვნებელია ვენახში არსებული სასარგებლო მწერებისთვის
- რეკომენდებულია მისი გამოყენება ყურძნის ინტეგრირებულ დაცვაში.
ᲨᲔᲜᲘᲨᲕᲜᲐ:
კანტუსი არ არის თავსებადი ისეთ პრეპარატებთან, რომელთა ბაზას წარმოადგენს ფოსეტილ- ალუმინი, დიმეთოატი, დოდინი, ენდოსულფანი, ამიტრაზი, ციპერმეტრინი.
ლოდინის პერიოდი (მოსავლის აღებამდე პერიოდი დღეებში): ყურძენი 28 დღე
Agrimatco.georgia@agrimatco-eu.com