დელანი

პრემიუმ ხარისხის, დამცავი ეფექტის მქონე კონტაქტური ფუნგიციდი

მოქმედი ნივთიერება: დითიანონი 500 გ/კგ

ფორმულაცია: წყალში დისპერგირებადი გრანულები (წდგრ)

მოქმედების ტიპი:

დითიანონი არის ცილის წარმოქმნის შემაფერხებელი მრავალმხრივი ინჰიბიტორი. ცილის ეს იჰიბიტორი ხელს უშლის სპორების გაღივებას და ჩანასახის ზრდას.

გამოყენება:

ვაშლი, მსხალი – ქეცის წინააღმდეგ (Venturia inaequalis), (Venturia pyrina), დოზით 0,5 – 0,7 კგ/ჰა. გამოიყენება პრევენციულად, პირვე- ლადი ინფექციების პერიოდში, პირველი ფოთლების სრულად განვი- თარების სტადიიდან ნაყოფის საბოლოო ზომის დაახლოებით 70% -ის ჩამოყალიბებამდე (BBCH 26-78).

ყურძენი ჭრაქის (Plasmopara viticola) და შავი ლაქიანობის წინააღმდეგ (Phomopsis viticola), დოზით 0,5 – 0,7 კგ/ჰა პრევენციული გამოყენებისას. მსხვილკურკოვანი ხილი (ატამი, ვაშლატამა, გარგარი) - ფოთლის სიხუჭუჭის (Taphrina deformans), ატმის ყავისფერი ლპობის წინააღმდეგ (Monillia spp.), დოზით 0,5 – 0,7 კგ/ჰა. გამოიყენება პროფილაქტიკურად, ინფექციისთვის ხელსაყრელი მდგომარეობის შექმნამდე, მხოლოდ ყვავილობის ეტაპამდელ პერიოდში ( BBCH 51).

მოსავლის აღების შემდგომი დამუშავება ხელს უწყობს დაავადებისგან დაცვას. აღნიშნული და- მუშავების ჩატარება რეკომენდირებულია ფოთოლცვენის დაწყებიდან (BBCH 93) ფოთლის სრულ დაცვენამდე (BBCH 97).

ბალი – ფოთლის დაფაცხავების წინააღმდეგ (Stigmina carpophila), დოზით 0,5 – 0,7 კგ/ჰა, ყვავი- ლობამდელი ფენოფაზის დროს (BBCH 67), ე.ი. ზრდადასრულებული ახალგაზრდა ამონაყარის ფენოფაზამდე (BBCH 91).

შენიშვნა:

- დელან 700 წდგრ-აქვს სამკურნალო ეფექტი და ინფექციის დაწყებიდან 48 საათის შემდეგ გამოყენების შემთხვევაშიც კი შესანიშნავ შედეგს იძლევა. ვაშლის წამლობისას მისი კომბინაცია პრეპარატ სტრობი დფ-სთან უზრუნველყოფს ხანგრძლივ მოქმედებას და ხელს უშლის რეზისტე- ნტობის გაჩენას.

- საუკეთესო შედეგს აღწევს პრევენციული გამოყენების შემთხვევაში (დაავადების დაწყებამდე).

- ვაშლის ბაღებში დელანი 700 წდგრ შეიძლება გამოყენებულ იქნეს მაქსიმუმ ხუთჯერ, ვეგეტა- ციის პერიოდში.

- ატმისა და ბალის ბაღებში დელანი 700 წდგრ შეგიძლიათ გამოიყენოთ ორჯერ, ვეგეტაციის და- საწყისში.

თავსებადობა:

მისი შერევა არ შეიძლება ზეთოვან, ტუტე რეაქციის მქონე და გოგირდის შემცველ პროდუქტებ- თან

მოცულობა: 1 კგ

მსგავსი პროდუქტები