ვივანდო

მოქმედების უნიკალური რეჟიმის მქონე ძლიერი ფუნგიციდი, რომელიც უზრუნველყოფს ნაცრის მაქსიმალურ კონტროლს

მოქმედი ნივთიერება: მეტრაფენონი 500 გ/ლ

ფორმულაცია: კონცენტრირებული სუსპენზია (კს)

მოქმედების ტიპი:

ვივანდოს მოქმედი ნივთიერება, მეტრაფენონი, მიზანმიმა- რთულად აფერხებს ნაცრის უჯრედების სწორ ფუნქციონი- რებას. ვივანდოს მოქმედების უნიკალური რეჟიმი მიმართუ- ლია ინფექციების თავიდან აცილებისკენ, მცენარეში ნაცრის შეღწევის შეჩერების გზით. მიუხედავად იმისა, რომ ვივანდოს ეფექტურად მუშაობისთვის საუკეთესო გზაა მისი პრევენციული გამოყენება ნაცრის ინფექციის დადგომამდე, ის ასევე უზრუნ- ველყოფს მიზანმიმართულ დაცვას დაზიანების ზრდისა და სპორულაციის შეფერხებით.

ვივანდო მოქმედებს ზედაპირული გავრცელების რედისტრი- ბუციის გზით - რაც ნიშნავს იმას, რომ ის ვრცელდება ორთქლის მეშვეობით და შემდეგ ხელახლა დეპონირდება მცენარეზე, რათა უზრუნველყოს უკეთესი დაცვა და დაფარვა ყურძნის მტევნის შიგნით. ის სწრაფად შეიწოვება კუტიკულაში და ეკ- ვრის მას, რაც აისახება წვიმის მიმართ გამორჩეულად კარგ მდგრადობაში.

გამოყენება:

ყურძენი (ღვინის და სუფრის) – ნაცრის (Uncinula necator) წინააღმდეგ: დოზით 200 – 250 მლ/ჰა. დამუშავება ტარდება პროფილაქტიკურად, ინფექციისთვის ხელსაყრელი პირობების წარმოქმნა- მდე, დაწყებული სამი ფოთლის განვითარების ეტაპიდან (BBCH 13), მარცვლის ჩამოყალიბების ფენოფაზამდე ( BBCH 83).

გამოყენების მაქსიმალური ჯერადობა სეზონზე:

მისი გამოყენება შესაძლებელია წელიწადში 3-ჯერ, 10 დღიანი ინტერვალით.

გამოყენების უპირატესობები:

- ახალი კლასის მოქმედი ნივთიერება

ვივანდო, რომლის მოქმედი ნივთიერება მეტრაფენონი, წარმოადგენს ვაზის ნაცრის საწინააღ- მდეგო ფუნგიციდს, ბენზოფენონის მოქმედი ნივთიერებების ახალი კლასიდან.

- ნაცრის წინააღმდეგ მოქმედების ახალი და უნიკალური მექანიზმი

მოქმედ ნივთიერება მეტრაფენონს გააჩნია ნაცრის წინააღმდეგ ბრძოლის ახალი და უნიკალური მექანიზმი, რომელიც არ ავლენს ჯვარედინ რეზისტენტობას მოქმედი ნივთიერებების რომელიმე ცნობილი კლასის მიმართ.

- იდეალური პრეპარატი რეზისტენტობის წინააღმდეგ

ლოდინის პერიოდი (მოსავლის აღებამდე პერიოდი დღეებში):

ვაზის ყურძენი - 28 დღე

მოცულობა: 1ლ, 250მლ

მსგავსი პროდუქტები