მძლავრი იარაღი ვაზის - ნაცრისა და შავი სიდამპლისგან, ხოლო ვაშლის - ქეცისა და ნაცრისგან დასაცავად
მოქმედი ნივთიერება: ფლუქსაპიროქსადი 300 გ/ლ
ფორმულაცია: კონცენტრირებული სუსპენზია (კს)
მოქმედება:
სერკადისი არის SDHI-ის (სუქცინატ დეჰიდროგენაზას ინჰიბიტორები) მე-7 ჯგუფის ახალი კარბოქსა- მიდური ფუნგიციდი. მას აქვს ლოკალურად სისტემური და ტრანსლამინური მოქმედება, რათა უზ- რუნველყოს ახალი ნაზარდის დაცვა. სერკადისი თავისი გამორჩეული მოქმედებით ბლოკავს სოკოს სასუნთქ ჯაჭვს.
გამოყენება:
ყურძენი – ნაცრის (Uncinula necator) წინააღმდეგ, დოზით: 0,1 – 0,24 ლ/ჰა. გამოიყენება ფენოლოგი- ური ფაზიდან, როდესაც იხსნება პირველი ფოთოლი - მარცვლის სიმწიფეში შესვლამდე (ფაზა 11-
83. BBCH), მინიმუმ 10 დღიანი ინტერვალით. დამუშავების მაქსიმალური რაოდენობაა - 3. კარტოფილი – რიზოქტონიოზის (კარტოფილის ღეროს კიბო) (Rhizoctonia spp.), თეთრი ობის (Sclerotinia sclerotiorum), ვერცხლისებრი ქეცის (Helminthosporium solani) წინააღმდეგ, თესლის დასა- მუშავებლად, დოზით: 0,2 – 0,25 ლ/ტ.
რეგისტრირებულია ევროკავშირში:
ვაშლი, მსხალი – ქეცის (Venturia spp), და ნაცრის (Podosphaera leucotricha) წინააღმდეგ, დოზით: 0,25-0,3 ლ/ჰა. პირველი ფოთლების გამოჩენის მომენტიდან და შემდგომ, ზრდის სეზონის განმა- ვლობაში (BBCH 10-78). დამუშავების მაქსიმალური რაოდენობა - 3.
გამოყენების უპირატესობები:
მას შემდეგ, რაც სეკადისი ფოთლებს შეაშრება, მისი ნაწილი მყარად ერწყმის ცვილის ფენას მისი ლიპოფილური თვისებების წყალობით და უამრავი მოლეკულა იწყებს ერთად თავმოყრას. შედე- გად, წარმოიქმნება უჩვეულო ფორმის კრისტალის ნატეხები, რომლებიც მყარად ეკვრის ცვილის უხეშ ფენას.
ნამი ან წვიმა ააქტიურებს მოქმედ ნივთიერებას კრისტალური მარაგებიდან. მაღალი მობილობის მქონე Xemium® მოლეკულების მუდმივი მიწოდება უზრუნველყოფს მცენარეთა სრულ, უწყვეტ და- ცვას განსაკუთრებულად დიდი ხნის განმავლობაში. დაავადებასთან ეფექტური ბრძოლისთვის, ფუნგიციდური ზედაპირის მკვრივი საფარი ყველაზე ეფექტური საშუალებაა ინფექციების თავიდან ასაცილებლად. ხელახალი განაწილების გააქტიურება ხდება წყლისა და ნამის არსებობის დამსა- ხურებით, რაც ხშირად სოკოვანი დაავადების განვითარების საფუძველსაც წარმოადგენს. წყალი და ნამი ხელს უწყობს არა მხოლოდ ზედაპირზე გავრცელებას, არამედ ცვილსა და ფოთლის ქსოვილში შემდგომ შეწოვასაც. მოქმედი ნივთიერება Xemium®-ის მობილობა მცენარეებში ძალიან მაღალია და სწრაფად ვრცელდება სხვა ნაწილებშიც. რეკომენდირებულია განმეორებითი გამოყენება ახალი ნაზარდისა და დაავადების ინტენსივობის გათვალისწინებით.
ლოდინის პერიოდი (მოსავლის აღებამდე პერიოდი დღეებში):
ყურძენი, ვაშლი, მსხალი - 35 დღე.
მოცულობა: 1ლ, 300 მლ
Agrimatco.georgia@agrimatco-eu.com