დამცავი ფუნგიციდი ნაცრის წინააღმდეგ ეფექტური ბრძოლისთვის
მოქმედი ნივთიერება: გოგირდი 800 გ/კგ
ფორმულაცია: წყალში დისპერგირებადი გრანულები (წდგრ)
მოქმედების ტიპი:
საუკეთესო შედეგი მიიღწევა პრევენციული გამოყენების შემთხვევაში (დაავადების დაწყებამდე). დამუშავება ტარდება 18-28°C ტემპერატურაზე.
16˚C-ზე დაბალი ტემპერატურის პირობებში დამუშავებისას, პრეპარატს ეფექტურობა შედარე- ბით დაბალია გოგირდის ნაკლები აქროლადობის გამო.
გოგირდზე დაფუძნებული პროდუქტების ეფექტურობა შედარებით დაბალია, როდესაც გაზრდილია კენკრაზე ნაცრის ინტენსივობა.
გამოყენების სპექტრი:
ყურძენი – ნაცრის წინააღმდეგ (Uncinula necator), დოზით: 3 – 5 კგ/ჰა.
ვაშლი, მსხალი - ნაცრის წინააღმდეგ (Podosphaera leu- cotricha), დოზით: 3 – 5 კგ/ჰა.
კიტრი, პომიდორი, ყაბაყი – ნაცრის წინააღმდეგ, დოზით: 2 – 3 კგ/ჰა.
პროფილაქტიკური მიზნებისთვის ჩვენ გირჩევთ შედარებით დაბალი დოზების გამოყენებას, ხოლო უფრო მაღალ დოზებს - მკურნალობისთვის, დაავადების დაწყების დროს.
უპირატესობები:
— კუმულუსის გამოყენებას გააჩნია მრავალი უპირატესობა წყალში ხსნადი გრანულების სახით მოცემული ფორმულაციის გამო.
— ის ადვილად და სწრაფად იხსნება წყალში და არ ახასიათებს მტვრიანობა.
— მაღალი ხარისხის კოლოიდის წყალობით არ ილექება გამფრქვევში.
— არ იჭედება საქშენებში. არ წარმოქმნის ქაფს.
— შეესაბამება გარემოსდაცვით მოთხოვნებს. არ არის საზიანო ფუტკრისთვის.
— არ იწვევს ფოთლებისა და ყლორტების დამწვრობას
თავსებადობა:
ვაზზე გამოყენებისას მისი შერევა შესაძლებელია სპილენძის ოქსიქლორიდზე დაფუძნებულ პროდუქტებთან, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ნარევის pH რჩება ნეიტრალური. არ არის თავსე- ბადი მაღალ ტუტე პროდუქტებთან და მაღალი მჟავიანობის პროდუქტებთან.
ლოდინის პერიოდი (მოსავლის აღებამდე პერიოდი დღეებში): ვაშლი 14 დღე, ყურძენი 28 დღე
მოცულობა: 20 კგ
Agrimatco.georgia@agrimatco-eu.com