ორმოლეკულიანი პრემიუმ ხარისხის ფუნგიციდი, ნაცრისა და ჭრაქის წინააღმდეგ ყურძენსა და პომიდორში
მოქმედი ნივთიერება: პირაკლოსტრობინი 50 გ/კგ + მეთირამი 550 გ/კგ
ფორმულაცია: წყალში დისპერგირებადი გრანულები (წდგრ)
მოქმედების ტიპი:
კაბრიო ტოპი არის პრემიუმ ხარისხის, ფართო სპექტრის, ორი მოქმედი ნივთიერების შემცველი ფუნგიციდი, დაავადებების მაღალეფექტური კონტროლისთვის. კაბრიო ტოპი არის მეთი- რამის (დითიოკარბამატის) და პირაკლოსტრობინის (სტრო- ბილურინი) მზა კომბინაცია, რომელიც, მისი გამორჩეული ფორმულაციით, ეფექტურია დაავადებების ფართო სპექტრის წინააღმდეგ საბრძოლველად და უზრუნველყოფს დაავადე- ბისგან ხანგრძლივ დაცვას და კონტროლს, ასევე დამატებით ბენეფიტს (AgCelence) მცენარეთა სიჯანსაღისთვის, რომელსაც უზრუნველყოფს პირაკლოსტრობინი. კაბრიო ტოპს გააჩნია მოქმედების ორმაგი რეჟიმი: კონტაქტური, რაც დამახასიათებელია მოქმედი ნივთიერება მეთირამისთვის და ასევე, კვაზისისტემური მოქმედება, დამახასიათებელი
სტრობილურინის ჯგუფისთვის. მეთირამი არის არასისტემური, რომელსაც აქვს დამცავი მოქმე- დება დაავადების გამომწვევი მიზეზების წინააღმდეგ რესპირატორული დათრგუნვის გზით, ე.ი. SH ჯგუფის ფერმენტებით. პირაკლოსტრობინის მუშაობის მეთოდი აფერხებს ელექტრონების ტრანსპორტირებას რესპირატორულ ჯაჭვში (კომპლექსი III), რის საშუალებითაც ხდება სპორების გამრავლების თავიდან აცილება. კაბრიო ტოპი, როგორც ორი მოქმედი ნივთიერების კომბინა- ცია, საშუალებას იძლევა ორი განსხვავებული მოქმედების გზით უზრუნველყოს ვაზის უსაფრთხო დაცვა პროდუქტისადმი რეზისტენტობის გაჩენის გარეშე. ის უზრუნველყოფს დამცავ და ხანგრ- ძლივ მოქმედებას.
მოქმედების უნიკალური რეჟიმით, ის სწრაფად აღწევს ფოთლის ქსოვილებში და დეპონირდება ცვილისებრ შრეში, რაც უზრუნველყოფს უფრო ხანგრძლივ დაცვას.
გამოყენება
ყურძენი – ვაზის ჭრაქის (Plasmopara viticola) და ვაზის ნაცრის (Uncinula necator) წინააღმდეგ სა- ბრძოლველად, დოზით 1,5-2 კგ/ჰა (15-20 გ/10 ლ წყალი).
გამოყენების დრო: პრევენციულად, დაავადების გაჩენამდე და არაუგვიანეს პირველი სიმპტომე- ბის გამოვლენის შემდეგ. რეკომენდირებულია დამბლოკავი (2-3 დამუშავება) გამოყენება დაავა- დების გაჩენამდე და დაავადების გაჩენისა და გავრცელების ყველაზე დიდი რისკის პერიოდში. ორ დამუშავებას შორის ინტერვალი უნდა იყოს 12 დღე. მაღალი ინფექციური რისკისა და დაავა- დების გავრცელებისთვის ხელსაყრელი ამინდის პირობებში, შეამცირეთ ინტერვალი 7-დან 10 დღემდე.
პომიდორი – ჭრაქის წინააღმდეგ (Phytophthora infestans), დოზით 1,5-2 კგ/ჰა.
გამოყენების უპირატესობები:
კაბრიო ტოპს გააჩნია მოქმედების მისთვის დამახასიათებელი რეჟიმი:
- ეფექტურად მუშაობს ჭრაქისა (Plasmopara) და ნაცრის წინააღმდეგ (Uncinula)
- ის თანაბრად კარგად იცავს როგორც ფოთლებს, ასევე ნაყოფს
- პროდუქტი ხასიათდება ხანგრძლივი ეფექტის მქონე მოქმედებით (დამუშავებათა შორის ინტე- რვალი 14 დღემდე)
- არ არსებობს წვიმის შედეგად ჩამორეცხვის საფრთხე
- არ ახასიათებს ფიტოტოქსიკურობა ფოთოლზე და მტევანზე
- არ ახასიათებს უარყოფითი ზემოქმედება ფერმენტაციაზე, ყურძნისა და ღვინის გემოვნურ თვი- სებებზე.
- გამოირჩევა შესანიშნავი სელექციურობით ვაზის ყველა დატესტილ ჯიშზე
- პირაკლოსტრობინს არ აქვს რეზისტენტობის ნიშნები და პრევენციულ მეთირამთან ერთად, თამაშობს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან როლს ანტირეზისტენტული სტრატეგიის შემუშა- ვებაში.
მოცულობა: 1 კგ
Agrimatco.georgia@agrimatco-eu.com