სელექციური სისტემური ჰერბიციდი, რომელიც გამოიყენება ერთწლიანი და მრავალწლიანი ბალა- ხების, აგრეთვე ერთწლიანი და მრავალწლიანი ფართოფოთლოვანი სარეველების წინააღმდეგ, სა- კვებ და სასილოსე სიმინდში.
მოქმედი ნივთიერება: ნიკოსულფურონი 40 გ/ლ
ფორმულაცია: ზეთოვანი დისპერსია (ზდ)
მოქმედების ტიპი
ნიკოსულფურონი მიეკუთვნება სულფონილშარდოვანას ჯგუფს.
- ის შეიწოვება ფოთლებისა და ფესვების მეშვეობით, მოძრაობს მცენარეში აღმავალი და დაღმავალი მიმართულებით, სწრაფად გადადის მერისტემის ქსოვილებში.
- აფერხებს აცეტოლლაქტატ სინთეტაზას (ALS) სინთეზს, რაც, შესაბამისად, ხელს უშლის განშტოებული ამინომჟავების სი- ნთეზს.
გამოყენება
სიმინდი (საკვები და სასილოსე) – ერთწლიანი და მრავალწლი- ანი ვიწროფოთლიანი (ერთლებნიანი) და ზოგიერთი ფართო- ფოთლიანი (ორლებნიანინი) სარეველების წინააღმდეგ, როცა სარეველა იმყოფენა 20-6 ფოთლის სტადიაზე და სიმინდი 2-6 ფოთლის სტადიაზე.
ხარჯვის ნორმები:
1. ერთჯერადად გამოყენებისას:
a) 1 ლ/ჰა (10 მლ 100 მ²-ზე), ერთწლიანი ბალახებისა და ფართოფოთლოვანი სარეველების წინააღ- მდეგ. დამუშავება უნდა განხორციელდეს, რეოდესაც სიმინდი იმყოფება 2-6 ფოთლის სტადიაზე.
b) 1,25 ლ/ჰა (12,5 მლ 100 მ²-ზე), გარეული სორგოს (Sorghum halepense) რიზომებიდან გასაკონტრო- ლებლად. დამუშავება უნდა განხორციელდეს, როდესაც სარეველის სიმაღლე აღწევს 15-20 სმ-ს.
2. ორჯერადი დამუშავება (გაყოფილი დამუშავება):
a) პირველი დამუშავება დოზით: 0,75 ლ/ჰა (7,5 მლ 100 მ²-ზე), როდესაც ერთწლიანი ბალახოვანი სა- რეველები და ერთწლლიანი და მრავალწლიანი ფართოფოთლოვანი სარეველები იმყოფებიან 2-4 ფოთლის სტადიაზე, ხოლო ველური სორგოს შემთხვევაში, როდესაც ის იწყებს ყლორტების ამოყრას;
b) მეორე დამუშავება დოზით: 0,5 ლ/ჰა (5 მლ 100 მ²-ზე), როდესაც ერთწლიანი ბალახი და ერთწლი- ანი და მრავალწლიანი ფართოფოთლოვანი სარეველები ხელახლა ამოდის, ხოლო ველური სორ- გოს სიმაღლე აღწევს 15-20 სმ-ს.
მოქმედების სპექტრი
Aethusa cynapium (ძაღლის ქინძი), Agropyron repens (კაპუეტა), Amaranthus retroflexus (ჯიჯლაყა), Ambrosia artemisiifolia (ამბროზია), Anagallis arvensis (საპონელა), Chenopodium album (ნაცარქათამა), Cirsium arvense (ნარი), Datura stramonium (ლემა), Digitaria sanguinalis (მწყერფეხა), Echinochloa crus-galli (ბურჩხა), Fallopia convolvulus (ყანის ჭლექი), Fumaria officinalis (შავთარა), Mercurialis annua (ტყისერა), Panicum miliaceum (ფეტვი), Polygonum aviculare (მატიტელა), Persicaria lapathifolia (წითელი წალიკა), Persicaria maculosa (ბო- სტნის წალიკა), Setaria viridis (ძურწა), Sinapis arvensis (მინდვრის მდოგვი), Solanum nigrum (ძაღლყურძენა), Sorghum halepense (შალაფა), Stellaria media (ჟუნჟრუკი), Setaria sp (ძურწა), Panicum miliaceum (შავი ფეტვა), Viola arvensis (ყანის ია).
მოცულობა: 250 მლ, 1 ლ
Agrimatco.georgia@agrimatco-eu.com