აგრიმატკო

AGRIMATCO – საიმედო პარტნიორი აგროსექტორში

AGRIMATCO

კომპანიის ისტორია

აგრიმატკო დაარსდა 1936 წელს. აგრიმატკოს დამფუძნებელია ბ-ნი ხალილ მიქდადი (1908-1980). საფრანგეთში უმაღლესი განათლების მიღების შემდეგ (L'Ecole Nationale d'Agriculture de Grigon Agricultural Engineer), 1936 წელს, ის დაბრუნდა პალესტინაში და დააარსა საკუთარი კომპანია. ორიენტირებული იყო რა ფერმერთა საჭიროებებზე, ის აწვდიდა მათ უმაღლესი ხარისხის პროდუქციას და ეხმარებოდა, რომ გაეუმჯობესებინათ თავიანთი წარმოება და მოგება. სოფლის მეურნეობით მისი გატაცება და სიყვარული განაგრძეს მისმა შვილებმა, ხალედმა, მუსტაფამ და ისამ მიქდადებმა, ასევე, შვილიშვილებმა, ხალილმა და ომარმა და ამგვარად, ოჯახური ბიზნესი იქცა საერთაშორისო ჯგუფად.

AGRIMATCO

აგრიმატკო დღეს

აგრიმატკო წარმოდგენილია მსოფლიოს 50-ზე მეტ ქვეყანაში და მისი მთავარი დევიზია „ფერმერების სამსახურში“. ის მომხმარებლებს სთავაზობს შემდეგ პროგრამებს: მცენარეთა დაცვა, თესლის წარმოება, საბაზისო და სპეციალიზირებული სასუქები, სასოფლო-სამეურნეო აღჭურვილობა, საირიგაციო სისტემები და ვეტერინარული მიმართულება.

აგრიმატკომ შეინარჩუნა ხარისხის ტრადიცია და საუკეთესო პრაქტიკების დანერგვის გზით განაგრძო პროფესიონალური სერვისებისა და მსოფლიოს საუკეთესო, ცნობილი მწარმოებლების მაღალი ხარისხის სასოფლო-სამეურნეო მასალების მიწოდება. თითოეული კულტურის სახეობათა ცოდნა და ადგილობრივი ღირებულებების პატივისცემა დაეხმარა აგრიმატკოს, რომ ჩასწვდომოდა ფერმერთა საჭიროებებს და ხარისხიანი მხარდაჭერით გაეძლიერებინა ისინი.

AGRIMATCO

აგრიმატკო ჯორჯია

შპს „აგრიმატკო ჯორჯია“, რომლის სათავო ოფისი მდებარეობს თბილისში, მოსკოვის გამზირის 25 ნომერში, სასოფლო-სამეურნეო სფეროში წარმოდგენილია 2010 წლიდან. კომპანიის გუნდი დაკომპლექტებულია კვალიფიციური პროფესიონალებით, რომლებიც მოიცავენ საქართველოს მთელ ტერიტორიას.

შპს „აგრიმატკო ჯორჯია“ არის მსოფლიოში სახელგანთქმული ბრენდების პესტიციდების, მინერალური სასუქების, ბოსტნეულის თესლების და საველე ბოსტნეულის თესლების გენერალური იმპორტიორი და დისტრიბუტორი საქართველოში.